ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
ვალერი |
Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი
#61
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
marine |
Aug 21 2017, 10:49 AM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბათო ყაენმა ურდოში დაიბარა დავით ულუ და კარგა ხანს არ გაუშვა შინ. მეფეს სამეფო ერთგული ხალხისთვის ჩაებარებინა. კახეთის პატრონად კი თორღვა პანკელი დაეტოვებინა. რომ დააგვიანდა, თორღვამ იფიქრა, აღარ გამოუშვებენო და კახეთი თავისად დაიჭირა, აღარც დედოფალს მორჩილებდა და აღარც მესტუმრე ჯიქურს, რომელიც იმხანად პირველ კაცად ითვლებოდა მეფის კარზე.
შეიწყალა ყაენმა ბაგრატოვანი და სამშობლოში გამოუშვა. დაბრუნებულ გვირგვინოსანს დიდებულები ჰერეთში მიეგებნენ. იქ არ იყო მხოლოდ თორღვა - შეშინებულს თავი პანკისისთვის შეეფარებინა. მრავალჯერ მოიხმო მეფემ, მაგრამ მან ხლება ვერ გაბედა. როცა ვერაფერს გახდნენ, მესტუმრე ჯიქურმა დედოფლის სურვილით ხორნაბუჯელი წარავლინა პანკისს, რათა ასე მაინც მიეტყუებინა განდგომილი. ალავერდის წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცე, რომ არას მავნებო, სთხოვა თორღვამ მოციქულს. ხორნაბუჯელმა შეჰფიცა. რასაც ჩემთვის გაიმეტებ, - უთხრა პანკელმა, - ის გიყოს წმინდა გიორგიმ; თუ მიღალატებ, ჩემსავით უმემკვიდრეოდ გადაეგოს შენი გვარიო. ტაბახმელასთან დაარღვია ფიცი ხორნაბუჯელმა... შეიპყრო თორღვა ჯიქურმა და დედოფლის ნებართვით, მეფის უკითხავად, კლდეკარის ციხიდან გადააგდო. ფიცის გატეხვისთვის წმინდა გიორგის რისხვამ უწია ხორნაბუჯელს - ოჯახი ერთიანად ამოუწყდა, ერთადერთი ვაჟი თათრებმა მოუკლეს, თვითონ კი მწუხარებამ გადაიყოლა. ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი შესწამეს და მეფემ მტკვარში დაახრჩობინა... უშვილძიროს ჭირისუფალიც კი არ გამოუჩნდა. ბოლოს შეიკრიბნენ გლახაკნი და ქვრივ-ობოლნი, რომელთაც ახსოვდათ მისი სიკეთე, გამოითხოვეს მეფისგან ჯიქურის ნეშტი, წაიღეს და დიდი პატივით დაფლეს წმინდა ეკლესიაში." /"კარიბჭე" N2, 2006, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი