საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
ნათია |
Jun 7 2007, 09:27 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Aug 21 2017, 06:05 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიძინება
მოციქულმა თომამ, რომელიც ოდესღაც ვერ შეესწრო აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას და ამიტომ ეს ვერ ირწმუნა, - ღვთის განგებით, ამჯერად დედა ღვთისას მიძინებაზე მისვლაც დააგვიანა. თომა მოციქული ღრუბელმა სხვა მოციქულებთან ერთად კი არ აღიტაცა, არამედ მოგვიანებით, მხოლოდ დედა ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ გადმოიყვანა. ამიტომ იგი მწარედ ტიროდა და დამწუხრებული ფიქრობდა: "რომელი ცოდვების გამო არ მეღირსა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან გამოთხოვება? რომელი ცოდვის გამო დავაგვიანე, მერწმუნა ქრისტეს აღდგომა, ახლა კი დედა ღვთისმშობლის მიძინებას ვერ დავესწარი?" ღვთის შთაგონებით, მოციქულებმა თათბირის შემდეგ, თომა მოციქულისთვის დედა ღვთისმშობლის საფლავი გახსნეს, რათა თომა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფეხებს მთხვეოდა, ნუგეში მიეღო და ერწმუნა, რომ მისი ქადაგებაც შეწირულია. და როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავის ლოდი გადააგორეს, ყველამ იხილა სასწაული! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეული საფლავში აღარ იყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი წმინდა საფარველი, ისევე როგორც სუდარა - მაცხოვრის აღდგომის შემდგომ! უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ხორციელად აღიტაცა ზეცად თავისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და მას სასუფეველში საპატიო ადგილი მიუჩინა, რომელიც მხოლოდ თავად უწყის". /არქიმანდრიტი კლეოპა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი