კედლის მხატვრობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კედლის მხატვრობა |
marine |
Aug 3 2015, 09:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვისაუბროთ ფრესკების შესახებ...
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში აიგო ეკვდერი ტურინის სუდარისათვის, რომლის კედლებიც მოიხატა და 2010 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ნაწყვეტი ინტერვიუდან: "ცოტა განსხვავებული კედლის მხატვრობაა... -მხატვრობა მართლაც განსაკუთრებული წესით არის შესრულებული, რომელსაც ე ნ კ ა უ ს ტ ი კ ა ეწოდება. ფერწერის ამ უძველეს ტექნიკას პირველ საუკუნეში იყენებდნენ ძველი რომალები. აქ გამოყენებულია თაფლის სანთელში შერეული ბუნებრივი გზით მიღებული საღებავები, ენკაუსტიკით მიღებული ფერებისათვის მეტად მნიშვნელოვანია დროის სიზუსტის დაცვა: მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული კედლები ცხელი საღებავებითვე უნდა მოიხატოს ისე, რომ კედელმა გაციება არ მოასწროს, ამიტომ კედელი ფენა-ფენა იხატება. თუ ყველა წესს დავიცავთ, ცვილის სანთელს შერწყმული ფერები დროთა განმავლობაში ემალად გარდაიქცევა და ასეთი ფერწერა ღია ცის ქვე რომ მოყვეს, არ ზიანდება, არც ფერს იცვლის, რასაც მოწმობენ 20 საუკუნის წინ შექმნილი ნიმუშები, რომლებიც დღემდე კარგად გამოიყურება" / ნინო მურცხვალაძე ვრცლად გაეცანით ჟურნალში: "კარიბჭე" N16, 2015, გვ. 33/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 21 2017, 06:39 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[ფრესკების] წერის ცხოველხატული მანერა"
"ეს ფრესკები ადამიანის სულის სიდიადეზე რომ მეტყველებენ და მშვიდ, უბიწო მშვენიერებას ასხივებენ" "...თუ რწმენით არ შეხვედი ტაძარში და არ შეხედე მის მამკობ ფრესკას..." "რწმენა გარკვეულ გეზს გულისხმობს, ამ გეზის ფარგლებში (განსაკუთრებით - საბერო ხელოვნებას თუ დავუკვირდებით) შინაგანად ადამიანი არაჩვეულებრივად თავისუფალია. იგი თავისუფალია იმ გარემოსგან, რომელიც გარს გვაკრავს. მისი გულისყური მხოლოდ უფლისკენ არის მიმართული. ბევრ ფრესკას ნახავთ, რომელზეც იტყვით, რომ მისი შემქმნელი ღვთის წინაშე არაჩვეულებრივად მართალი და გულწრფელია, ამასთან უდიდესი სიყვარულითა და სიხარულით აკეთებს ამას; შინაგანად მშვიდია, გახსნილი, სიამოვნებითა და სიხარულით აღბეჭდილ ხელოვნებას ქმნის, მთლიანად ამას უძღვნის საკუთარ არსებას, არაფერი აეჭვებს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი