პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი საუკუნეების ეკლესია, დევნებიდან კონსტანტინე დიდამდე ( I - IV სს.) |
KAIROS |
Apr 19 2007, 11:17 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
Aug 22 2017, 11:07 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,306 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[II საუკუნი მიწურულს მცხოვრები გნოსტიკოსებიდან ცნობილი] ვარდესანი თავის ერეტიკულ იდეებს ლექსად გამოთქვამდა, რათა მსმენელებისთვის მათი აღქმა და დამახსოვრება გაეადვილებინა."
"მეორე საუკუნის მიწურულსვე რომში გამოჩნდა მწვალებელი, სახელად თეოდოტე, რომელიც ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფდა. იმხანად ასეთი წესი იყო დამკვიდრებული: ქრისტიანს, რომელიც სხვა ქალაქში მიემგზავრებოდა, თან უნდა წაეღო ეპისკოპოსის სარეკომენდაციო წერილი იმის თაობაზე, რომ იგი ქრისტიანი იყო და საიდუმლოებებზე დასწრება შეეძლო. ამგვარი სიფრთხილის გამოჩენა დევნამ და ერესის გაძლიერებამ გამოიწვია. თეოდოტე კი რომში ეპისკოპოსის წერილის გარეშე ჩავიდა, რის გამოც იქაურ ქრისტიანთა შორის იმთავითვე ეჭვი გამოიწვია. რომის ეკლესიამ იგი არ მიიღო და მართალიც აღმოჩნდა, მალე გაირკვა, რომ მას ქრისტიანთა დევნის პერიოდში პატარა ქალაქ ბიზანტიონში ქრისტე უარეყო. თეოდოტეს თავის მართლება არც უცდია, რადგან, როგორც განაცხადა, მან ღმერთი კი არა, ქრისტე უარყო, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევდა." "მიუხედავად მიკერძოებულობისა და ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯების თავგამოდებული მცდელობისა, წარმართები აღიარებდნენ, რომ ქრისტიანები სათნონი, ჭირთამთმენნი და მამაცნი იყვნენ. უსამართლო შეურაცხყოფა, ცილისწამება, დევნა და ტანჯვა-წამება, ნაცვლად იმისა, რომ ზიანი მიეყენებინა ეკლესიისთვის, საბოლოო ჯამში მის საკეთილდღეოდ გარდაიქმნა. მრავალფეროვანი განსაცდელი ეკლესიას კიდევ უფრო აწრთობდა. მას თითქმის მთელი სამყარო დაუპირისპირდა, მაგრამ მფარველობდა ის, ვინც სამყარო შექმნა და ვინც მასზე განუზომლად მაღლა დგას. ეკლესიას სასწაულები არ აკლდა, მისი მწყემსმთავრები, ვითარცა მნათობნი, სიწმინდითა და სიბრძნით ბრწყინავდნენ." /"კარიბჭე" N2, 2006, გვ.46/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 03:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი