ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
Apr 19 2007, 10:11 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა 3 შენ რომელ განშტოებას მიკუთვნები, როგორც აღნიშნეთ (თუ გლახამ აღნიშნა არ მახსოვს) საქარველოში უფრო თბილი პროტესტანტები ცხოვრობენო) ეტყობა საქართველოში მცხოვრებ პროტესტანტები ჩვენი ტრადიციების ზეგავლენის ქვეშ არიან და ცოტა განსხვავდებიან უცხოელი პროტესტანტებისგან, კპლასიკური სახით როგორი წესით ცხოვრობს პორტესტანტი. მე მივეკუთვნები სახარების რწმენის ეკლესიას. (შობის დღესასწაულზე ჩვენმა ეკლესაიმ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საშობაო ღონისძიება ჩაატარა. შეიძლება თქვენგან ვინმე ესწრებოდა). ჩვენ გვწამს (სახელწოდებიდანაც ჩანს), რომ ბიბლია უნდა იყოს უპირველესი ატორიტეტი ყველა ქრისტიანისათვის, ვისაც ღვთისათვის მოსაწონი ცხოვრებით სურს ცხოვრება. не прибавляйте к тому, что я заповедую вам, и не убавляйте от того; соблюдайте заповеди Господа, Бога вашего, которые я вам [сегодня] заповедую.(Втор.4:2) ასე ლაპარაკობდა და ასწავლიდა მოსე ისრაელიანებს უდაბნოში. და დღესაც არავის სიტყვა არ არის ისეთი ავტორიტეტის მქონე, როგორც ღმერთის სიტყვა. უფალი დღესაც მოქმედებს, დღესაც ელაპარაკება ტავის მორწმუეებს და ყოველ სიტყვას ბიბლიის სინათლეზე ვამოწმებთ, რათა შეცდომა ავიცილოთ თავიდან. ვკითხულობთ, ვლოცულობთ და ვცდილობთ ჩავწვდეთ ყველა იმ მცებას, უფლის ყველა საიდუმლოებას, რომლებსაც უფალი გვამცნობს შესასრულებლად, რათა ჩვენი ცხოვრება იყოს სათნო და მოსაწონი მისთვის. იესო ქრისტემ ორი მცნება დაგვიტოვა ქრისტიანებს, ყველა ადამიანს ვინც გადაწყვეტს მას გაჰყვეს: გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით და შეძლებით და გვიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავი ჩვენი. უპირველესი და უმაღლესი ღმერთი და მისი სიტყვა უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრებაში, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. თუ რამე შეიყვარე ღმერთზე მეტად და გულში მასზე მეტი ადგილი დაუთმე, მაშინ იგივე დაგემართება რაც იუდეველებს დაემართათ. კერძოდ კი, რჯულის სიტყვები შეიყვარეს რჯულის მომცემზე მეტად და როდესაც თავად სიტყვა, ხორცშესხმული ღმერთი მივიდა მათთან, ვერ იცნეს იგი. რატომ ვერ იცნეს? იმოტომ რომ შეიყვარეს წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, წმიდა წერილისსაკუტარი განმარტებები იმაზე მეტად, ვის მსახურებადაც და თაყვანსაცემად ჰქონდათ მიცემული რჯული. ყველას აქვს რაღაც ტრადიცია. ტრაიციები და წეს-ჩვეულებები თავის მხრივ ცუდი არაა. მაგრამ როდესაც ვთვლით, რომ ტრადიცია ღმერთის სიტყვას ეწინააღმდეგება, უპირატესობას ეჭვგარეშე სიტყვას ვაძლევთ. ჩვენთვის საკმაოდ ცნობილია ფრაზა: "ღმერთს შვილიშვილები არ ჰყავს, მხოლოდ შვილები". ანუ თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიცნოს და მიიღოს უფალი ღმერთი, ქრისტიანობა მემკვიდრეობით და ანდერძით არა გადაეცემა. ქრისტიანი გეწოდოს და არ იცოდი ამ სიტყვის მნიშველობა და არ იცოდე რა მოგეთხოვება თუ ეს სახელი გინდა გერქვას, გინდ გრქმია და გინდა არა, ერთი შედეგი აქვს. არ იცნობდე იესოს, არ ეძებდე ყოველ შენს გზაზე მისი ნების შეცნობას, არამედ აკეტებდე იმას, რაც შენ გინდა, ცხოვრობდე ისე, როგორც გსიამოვნებს, შეგიძლია რელიგიაც შეიცვალო, ამით ვიმეორებ არაფერი შეიცვლება. როგორი წესით უნდა ცხოვრობს მორწმუნე? ჩვენ ვასწავლით, რომ უმთავრესია შენს შემოქმედთან გქონდეს პირადი ურთიერთობა, პირადი კავშირი. შეუძლებელია გერქვას ქრისტიანი და შენს ცხოვრებაში არ ეძებდე ღმერთს, არ ეძებდე ღმერთთან ურთიერთობას, არ ეძებდე მის ნებას შენი ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა გზაზე. ეს არის უმთავრესი, რის გარეშეც ჯანსაღი ქრისტიანობა შეუძლებელია. ეს არის უპირველესი. არ ვლოცულობთ, იმისათვის, რომ უნდა ვილოცოთ. არამედ იმისათვის, რომ ღმერთის სახეს ვეძებთ. არ ვკითხულობთ იმისათვის, რომ ბევრი ვიცოდეთ, არამედ იმისათვის, რომ ღმერთის სახეს ვეძებთ. არ ვისმენთ ქადაგებას, იმისათვის, რომ ვალდებულები ვართ, არამედ იმისათვის, რომ ღმერთის სახეს ვეძებთ. ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისათვის, რომ ღმერთის სახეს ვეძებთ და გვინდა შევიცნოტ უფრო მეტად, როგორია იგი. ჩვენთვის ქრისტიანობა არაა რელიგია, არამედ ცხოვრების წესი. შენ ცხოვრება უნდა აჩვენებდეს და თავად ქადაგებდეს რომ შენ ქრისტეს ეკუთვნი, რომ შენში მისი სიტყვები ცხოვრობს. სიტყვამ ხორცი შეისხა და დამკვიდრდა კაცთა შორის. ისევე უნდა შეისხას მისმა სიტყვამ ხორცი, უნდა გაცოცხლდეს მორწმუნის ცხოვრებაში. ადამიანის მიდრეკილებაა რელიგიურობა. იუდეველები ვახსენე. ბევრს ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, კითხულობდნენ, ასწავლიდნენ და ა.შ. ბევრი რამ კიდევ რასაც რელიგიურად აკეთებდნენ. მათი ცხოვრება უფალმა ასე შეაფასა: ბაგეებით ახლოს არიან, გულებიტ შორს. უფალი იესო და შემდეგ მისი მოციქულები ყოველტვის შინაგან ბუნებაზე, შინაგან კაცზე აკეთებდნენ აქცენტს. არე გარეგნულად არა ზედაპირულად, არამედ შინაგანად და მთელი გულით. ამით ხელმძრვანელობს "კლასიკური პროტესტანტი". ჯვრის ტარება იყო ნახსენები. არ არსებობს ქრისტიანობა ჯვრის ტარების გარეშე. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ ჯვრის ტარების შესახებ (9:23-25): 23 Ко всем же сказал: если кто хочет идти за Мною, отвергнись себя, и возьми крест свой, и следуй за Мною. 24 Ибо кто хочет душу свою сберечь, тот потеряет ее; а кто потеряет душу свою ради Меня, тот сбережет ее. 25 Ибо что пользы человеку приобрести весь мир, а себя самого погубить или повредить себе? ჯვარი აიღო და გაჰყვე მას. ამიშ შემდეგ შეგიძლია ჯვარიც ჩამოიკიდო. თუ არა და სხვა რამ გამონახე სამკაულად ან "საბლატაოდ" ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ყველაზე მეტად იმაზე ლაპარაკობ. მეთანხმებით დარწმუნებული ვარ! ხოდა თი ადამიანი ლაპარაკობს ღმერთზე, ვინც ყველაზე მეტად უყვარს, ეს თუ გინდა პროპაგანდად ჩათვალე, გინდ პროზელიტიზმის მცდელობად! ის ლაპარაკობს იმაზე ვინც უყვარს. თუ არ მოგაბეზრეთ თავი, გავაგრძელებ . . . უკუნისამდე იცოცხლეთ!!! პატივისცემით დულოსი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი