მცხეთა... სვეტიცხოველი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მცხეთა... სვეტიცხოველი... |
marine |
Jul 23 2017, 12:38 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 23 2017, 02:58 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძველი საუკუნის ჭაღარა გამშვენებს,
ახალ ასწლეულშიც შერჩი დედამიწას , ღვთისმშობლის ნაქსოვი კვართით დაიბეჭდა უფლის კურთხეული შენი ცა და მიწა". + "ახლანდელი [სამთავროს] დედათა მონასტერი XIX საუკუნის შუა ხანებში დაფუძნდა. უხუცესი მონაზვნის, დედა ეფემიას (ხიზანიშვილი) მონაყოლიდან მახსოვს, რომ სამონასტრო ცხოვრების დაწყებამდე სამთავროს ტაძრის ტერიტორია თურმე გაუკაცრიელებული ყოფილა. სამეგრელოდან მცხეთაში შემთხვევით ჩამოსულ ვინმე აზნაურ ფაღავას ფრიად მოსწონებია ეს ადგილი და გული დასწყვეტია იმის გამო, რომ ასეთი სიწმინდე კაცთაგან უპატიოდ იყო დატოვებული. აქ აღარავინ მოღვაწეობდა. სამეგრელოში დაბრუნებულმა ფაღავამ ეს ამბავი თავის გასათხოვარ დას - დარიას უამბო. დარიას ისედაც გულში ჰქონია მონაზვნობის სურვილი. ამდგარა ჩუმად, მამაკაცის ტანსაცმელი გადაუცვამს და ისე ჩამოსულა მცხეთაში. მონასტერი მასაც ძალიან მოსწონებია, გავლენიანი პირების დახმარებით მაშინდელ ეგზარქოსთან შესულა და ამ ადგილას დედათა მონასტრის დასაფუძნებლად ნებართვა უთხოვია. შეუკრებია დედები და დაუარსებია დედათა მონასტერი, რომელიც, ღვთის მადლით, დღემდე მოქმედებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი