ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 23 2017, 03:12 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგიერთი მშობელი თავისი ხორციელი სიყვარულით რყვნის შვილებს, არ უფრთხილდება მათ სულს. ალბათ გინახავთ, როცა პატარა იგინება, მის ახლობლებს კი უხარიათ. მათთვის საგულისხმო ერთ ამბავს გავიხსენებთ.
წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი მოგვითხრობს: ჩვენს ქალაქში ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ხუთი წლის შვილი ჰყავდა, უზომოდ უყვარდა და მიშვებული ჰყავდა თავის ნებაზე. ბიჭს, დაბრკოლებისას, ჩვეულებად ჰქონდა ღვთის ძალმოსილების გინება. უეცრად ავად გახდა. მამას მომაკვდავი ბიჭი ხელში ეჭირა. ბავშვმა მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა და შეშინებულმა იყვირა: - დამიცავი, მამიკოო. თავი მშობლის მკერდში ჩამალა. მამამ ჰკითხა, - რასა ხედავო? აკანკალებულმა ბიჭმა - შავი კაცები მოვიდნენ და ჩემი წაყვანა უნდათო. თქვა ეს, ღვთის ძალმოსილებას შეაგინა და სული განუტევა. ყოვლადძლიერმა ღმერთმა, იმისთვის, რომ დაენახვებინა ჩვენთვის, რა დანაშაულისთვის მიეცა ბიჭი ასეთ სატანჯველს, დაუშვა, რომ მომაკვდავს გაემეორებინა ჩვეული სიტყვები, რისთვისაც მამა არ ტუქსავდა. მრავლის დამთმენმა ღმერთმა დაუშვა, რომ ღვთისმგმობელს ეთქვა გმობის სიტყვები სიკვდილის წინ, რათა მამამისი მიმხვდარიყო თავის დანაშაულს, რომ შვილის სულისადმი უყურადღებობით მან პატარა ცოდვილი გაზარდა გეენიის ცეცხლისთვის, - ბრძანებს წმინდა გრიგოლი დიოლოღოსი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 08:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი