სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
მნათე |
Nov 2 2008, 11:48 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანული თეოლოგია სიყვარულს სულიწმიდის ნიჭად განიხილავს, რწმენასთან და სასოებასთან ერთად... მაშასადამე ის არ არის ადამიანის პიროვნული თვისება, უფრო სწორედ ის არ წარმოადგენს მთლიანად ადამიანური ბიოლოგიის ნაყოფს და პიროვნებაში მის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულიწმიდის მოქმედება ცხადია მისივე ნებასთან ერთად, რომელიც გარკვეული მზაობის შემდეგ მიეცემა ადამიანს... მიემადლება, ეჩუქება და რაც გინდათ ის დაარქვით, მერე მეტყვით კათოლიკურ ტერმინებს იყენებო
მაგრამ იმავდროულად სიყვარულის გრძნობა არსებობს ყოველ ადამიანში, როგორც გრძნობა, როგორც ემოცია და როგორც ქიმიური ნივთიერება... რა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ნიშან-თვისებები და არსობრიობა ახლავს სულიწმიდისეულ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელიც ბუნებით გრძნობად დაგვყვა? ჩემს აზრს შემდეგ შემოგთავაზებთ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
marine |
Aug 29 2017, 11:20 AM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,153 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უხილავი ღმერთის სიყვარული ხილული ადამიანის სიყვარულით შეიცნობა და ისინი, როგორც ჯვარი, ისე კვეთენ ერთმანეთს."
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ "ადამიანო, იცოდე, რომ შენი სიყვარულის გამო შეიქმნა ქვეყნიერება, შენთვის ამოდის მზე, მთვარე და ცის ყოველი მნათობი, შენ გემსახურება მიწის ყოველი ბინადარი და რაც მთავარია, შენი სიყვარულის მიზეზით გადმოვიდა ღმერთი ზეციდან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 03:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი