მცხეთა... სვეტიცხოველი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მცხეთა... სვეტიცხოველი... |
marine |
Jul 23 2017, 12:38 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,353 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 31 2017, 12:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,353 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავიდან ტაძარი [სვეტიცხოველი] მაცხოვრის სახელობისა ყოფილა. იგი ხისგან იყო ნაგები. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ძველი, დაზიანებული ტაძრის ადგილას ააგო ახალი საკათალიკოსო ტაძარი, რომელსაც უკვე სხვა მნიშვნელობა დაეკისრა. მოგეხსენებათ, წმინდა ვახტანგ გორგასლის დროს საქართველოს ეკლესია გამოეყო ანტიოქიის ეკლესიას და ამ დროიდან იგი იწოდება ავტოკეფალიურ ეკლესიად. ავტოკეფალიის ბოძებასთან ერთად გაიზარდა ეპარქიებისა და მღვდელმთავრების რიცხვი და მცხეთის ტაძარი საკათალიკოსო ტაძრად გამოცხადდა. აქამდე მცხეთაში იჯდა მთავარეპისკოპოსი, რომელიც მართავდა საქართველოს ადგილობრივ ეკლესიას. სამთავარეპისკოპოსო ტაძრად განიწესა სამთავროს ტაძარი, რომელშიც თავის დროზე დაიკრძალნენ წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ასე რომ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ მცხეთაში ახალი სამღვდელმთავრო კათედრა დაფუძნდა.
XI საუკუნეში, პატრიარქ მელქისედეკისა და მეფე გიორგი პირველის დროს აიგო უკვე მესამე ტაძარი სვეტიცხოვლისა, რომელიც საქართველოს ეკლესიის დიდება და მშვენება გახლავთ. ეს ტაძარი წმინდა ვახტანგ გორგასლის დროსვე იკურთხა 12 მოციქულის სახელზე, რაც ისევ და ისევ ავტოკეფალიასთან იყო დაკავშირებული. ეპარქიათა რიცხვიც გაიზარდა." /მიტროპოლიტი ზოსიმე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 10:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი