მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
Aug 31 2017, 07:00 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამა ანემპოდისტე თავის ერთ-ერთ საუბარში აღწერს დემონური ზემოქმედების სურათს, რომელიც მრისხანების ვნებით გახელებას შეეხება: ხშირად დემონი კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: "გუშინ კამათისას სათანადო პასუხის გაცემა ვერ შეძელი!.." ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი: კაცი სკამიდან დგება და გონებაში გაუელვებს: "მართლაცდა, იმ წუთას საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვე. არადა, ასე და ასე რომ მეთქვა, შეიძლებოდა, მეჯობნა". იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მუშტების ქნევით წინ და უკან სიარულს იწყებს. მის გონებაში ფიქრთა ქარიშხალი ტრიალებს, ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: "ესა და ეს უნდა მეთქვა! რა ცუდია, რომ საჭირო სიტყვები თავის დროზე არ გახსენდება! დიახ, საკადრისი პასუხი უნდა გამეცა. ერთი ვიცოდე, რას მიპასუხებდა!" ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება სულ უფრო და უფრო მეტად იპყრობს.
იწყება დემონთა მიერ გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ. ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, მეორე დღისთვის შურისძიების გეგმებს აწყობს. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ. შურისძიების ვნების ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებაში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, როგორ აბურთავებს დემონური ძალა. აი, სწორედ ეს გახლავთ ის ვითარება, როცა ადამიანი არაფერს ამბობს, მაგრამ მისი მდუმარება დარღვეულია, ვნება ახელებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი