ქრისტიანობა და ფსიქოლოგიური ასპექტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანობა და ფსიქოლოგიური ასპექტები |
მნათე |
Sep 21 2008, 04:59 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მეტად საჭირბოროტო საკითხს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება ბატონებო, რამდენადაც ამ განყოფილებას ცოტა კითხულობს როგორც ყოველთვის თავს უფლებას მივცემ ტონალობა არ შევარბილო...
მოგეხსენებათ დრო იცვლება და მასთან ერთად პროგრესიც იბადება. განვითარება მოწოდებულია შეიმეცნოს ყოველივე ის, რაშიც ცხოვრობს და რის მიერაც ცხოვრობს. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებამ საზოგადოებისთვის აქტუალურ არაერთ შეკითხვას გასცა პასუხი, მისმა სამედიცინო ხერხებმა არაერთი ადამიანი განკურნეს და არაერთს მიანიჭეს ცხოვრების გაგრძელებისა და პიროვნული მდგრადობის პერსპექტივა... ამასწინათ მე და გენეზისი არჩევანის პრობლემატიკაზე ვსაუბრობდით ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით, რაც იმ ერთ-ერთთაგანია, რომელიც ალბათ ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით დაინტერესებულ ყველა ქრისტიანს აწუხებს... რაც არ უნდა იყოს, ჩვენი სამშვინველი სულის ნაწილად განიხილება და ერთგვარ ხიადადაც კი წარმოგვიდგება სულიერ და უსულო სამყაროს შორის, უკანასკნელის ცოდნა კი პოლირელიგიური და ულტრაპოლირელიგიური გარემოს მისიისთვის იმდენად საჭირო რამ არის, რომ დაწვრილმანებას აღარ შევუდგები. ფროიდისეულმა ფსიქოანალიზმა გამოავლინა ერთი საინტერესო დამოკიდებულებითი მომენტი, რომელსაც პლაცებო ჰქვია... ეს არის ეფექტი, როდესაც მაგალითად პაციენტს არწმუნებენ, რომ წამალი რომელიც ახლა ხელში უჭირავს აბსოლუტურად განკურნების უნარიანია... პაციენტი სვამს და დაავადების დაძლევაც არ აყოვნებს... შემდეგ კი ექიმი ეუბნება, რომ მან უბრალო ვიტამინი მიიღო და მეტი არც არაფერი... არსებობს ასევე არაერთი შემთხვევა, რომ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა თვითდარწმუნებასა ძალიან რთულად დაძლევადი დაავადებაც განუკურნავს, მაგალითად ისეთი როგორიცაა კიბო... სავსებით ცხადია, რომ ჩვენს ფსიქოლოგიას დიდი გავლენა აქვს ჩვენსავე სხეულზე, ისევე როგორც პირიქით... პლაცებო ეფექტის მრავალგზის გადამოწმება და მისი მაკონტროლებელი მექანიზმის ჩამოყალიბება ფსიქოლოგიურ კვლევში ასევე მეცნიერულ დონეზე შემოთავაზებაც, ჩემი აზრით ეჭვს არ ბადებს, რამდენადაც არაერთხელ დადასტურდა ცდებისა და მილიონობით ფაქტის საფუძველზე.... მე კი ამ ჯერზე მაინტერესებს როგორ უყურებს ყოველივე ამას საეკლესიო აზრი XXI საუკუნეში? მინიშნება რომ უფრო გამოვკვეთო შევეხები იგივე რწმენით მომენტს ეკლესიაში: ვისაც სწამს, კურნებასაც ის იღებს... ხომ არ ხედავთ უჩვეულო თანხვედრას? პ.ს ძალიან ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ პოსტვას დააპირებს, არ შემახსენოს ღვთის ყოვლისშემძლეობის შესახებ, ეს თავადაც ვიცი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
marine |
Sep 4 2017, 10:45 AM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- განსაკუთრებული იყო ბატონი ავლიპის დამოკიდებულება პაციენტებთან. შემონახულია ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, თუ რა გულდასმით ესაუბრება იგი ავადმყოფს. ასეთი ადამიანების მკურნალობა პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, ალბათ, დიდ ნებისყოფას, მოთმინებასა და სიყვარულსაც მოითხოვს...
- მამაჩემი ავადმყოფს ესაუბრებოდა ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ნებისმიერი ფსიქიკური დაავადება, როგორი სიღრმის, ფორმისა და გამოხატულებისაც არ უნდა იყოს იგი, ადამიანის არსებობის ფორმაა. ეს ადამიანი ასე არსებობს, მისთვის სამყარო ასეთია. შესაბამისად, ასეთია მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს დამოკიდებულება ნორმალური ადამიანისათვის შეიძლება მიუღებელი ან გაუგებარი იყოს, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს ამ პიროვნების სამყაროა და პატივი უნდა ვცეთ, უნდა გავუგოთ მას და იმ ხარვეზების გამოსწორება ვცადოთ, რაც ხელს უშლის გარემოსთან ადაპტირებაში. აქ, რა თქმა უნდა, ზედაპირული დამოკიდებულება არ გამოდგება. ეს კარგად ჰქონდა მამაჩემს გათავისებული. ღრმად ჰქონდა შეგნებული აგრეთვე ისიც, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიტყვას. უნიკალური მეხსიერების წყალობით, საქართველოს თითქმის ყველა სოფლის სახელწოდება იცოდა. თუკი სადმე რომელიმე ოჯახში ერთხელ მაინც იყო ნამყოფი, იქ მცხოვრები ადამიანების სახელები და გვარები არასოდეს ავიწყდებოდა. პაციენტთან საუბარს იწყებდა უშუალოდ. როგორც კი სახელსა და გვარს გაიგებდა, მაშინვე ჰკითხავდა: - შენ ამ სოფლიდან არა ხარ, ესა და ეს კაცი შენი ნათესავი არ არისო? ყველაფერი კარგად ახსოვდა. იმაზე მეტიც კი, ვიდრე თავად პაციენტს. მისი პირველი შეხვედრა ავადმყოფთან, პირველი სიტყვა უდიდესი ფსიქოთერაპიული საშუალება იყო. ამას ფსიქოლოგიურ ენაზე ენპათია ანუ ნდობა ჰქვია. ავადმყოფთან ურთიერთობას მამაჩემი ნდობით იწყებდა, მასზე აგებდა ამ ურთიერთობას, რადგან მიაჩნდა, რომ ნდობის გარეშე არანაირი სხვა წამალი არ იმოქმედებდა. იტყოდა ხოლმე: - ჯერ გაიგე, მიხვდი, რა სჭირს შენს ავადმყოფს, გულთან მიიტანე მისი გასაჭირი და მერე ისე დაიწყე მკურნალობაო. ამას სთხოვდა იგი ნებისმიერ ფსიქიატრს. იტყოდა ხოლმე ხშირად, კარგი ადამიანი თუ არა ხარ, ვერც კარგი ფსიქიატრი იქნებიო. ასე სწამდა მას." /აკადემიკოსი ზურაბ ზურაბაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი