"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
marine |
Feb 15 2017, 02:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 6 2017, 11:00 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა ისააკი (დიონისელი, +1932) მორჩილობისას მოძღვარმა ზამთარში სასწრაფო საქმეზე კარიესიდან დიონისიატში გაგზავნა. ხუთი საათის სავალი იყო ეს გზა. მიდის მამა ისააკი, თოვლმა ბილიკი დაფარა და აღარ იცის, რა ქნას ახალგაზრდა მორჩილმა. აღაპყრო ხელნი, შეევედრა უფალს და წმინდა იოანე ნათლისმცემელს და მონასტერში მიყვანა სთხოვა. წამისყოფაში მამა ისააკი საღმრთო განგებულებით უფალმა დიონისეს მონასტრის კარებთან გადაიყვანა. მონასტრის დარაჯი კარს კეტავდა, როცა მის წინ მამა ისააკი გაჩნდა, შეეშინდა და ეს შიში უფრო გაუძლიერდა, მამა ისააკის უკან თოვლში ნაკვალევი რომ ვერ დაინახა - როგორ მოხვდი აქ ამ თოვაშიო. მამა ისააკმა სასწაულის გამჟღავნება არ მოისურვა: "მე აქ მორჩილებით მოვედი ღვთის წყალობითა და წმინდანის მეოხებითო" და წმინდა იოანეს ხატზე მიუთითა."
"დიონისეს მონასტერში ყოველდღიურად 50 სეფისკვერს აცხობდნენ და მონასტრის საჭიროების გარდა განდეგილ ბერებს ურიგებდნენ ლიტურგიისთვის. მაგრამ იმ წელიწადს ფქვილი ცოტა ჰქონდათ. თებერვალში მნეებმა გამოთვალეს, რომ მხოლოდ მათ თუ ეყოფოდათ ფქვილი ახალ მოსავლამდე. მივიდნენ მამა ისააკთან და უთხრეს, ბოლო ტომარაღა დაგვრჩა და განდეგილებს სეფისკვერებს ვერ მივცემთო. რა ექნა მამა ისააკს, ძმებიც მართლები იყვნენ, მაგრამ განდეგილებისთვის როგორ მოეკლო წმინდა იოანე ნათლისმცემლის კურთხევა. მივიდა წმინდა იოანეს ხატთან, ფერხნი დაუკოცნა და როგორც უფროს ძმას, ბავშვური გულწრფელობით შესთხოვა: "წმინდაო ნათლისმცემელო, მე გავაგრძელებ განდეგილებისთვის სეფისკვერის მიცემას. შენ კი შენი წმინდანობით სასწაული ჰქენი, იმგვარად მოიქეცი, რომ ფქვილი ახალ მოსავლამდე გვეყოს". სასწაული მოხდა: 22 ივნისამდე ჩვეულებისამებრ აცხობდნენ პურს, ტომარაში კი ფქვილი არ ილეოდა, ნათლისმცემლის შობის დღესასწაულიდან ორი დღის მერე კი მონასტრის ნავსადგურს ხორბლით დატვირთული ხომალდი მოადგა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი