მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#61
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 7 2017, 10:22 AM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მკვლელობა ჯაფარიძესი მოხდა შემდეგნაირად: კომუნისტთა ჯგუფში იმყოფებოდა ვინმე ქართველი ახალგაზრდა ალექსანდრე ჯორჯაძე, ამავე დროს დაპატიმრებულთა ჯგუფში - მისი მამა, რომელსაც თელავის საგანგებო კომისიამ აჯანყების დროს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. ალექსანდრე ჯორჯაძემ რამდენჯერმე მიმართა ჯაფარიძეს, რათა მას შეემსუბუქებინა მამისთვის სასჯელი. თხოვნა დატოვებული იქმნა უშედეგოდ. ზემო აღწერილ ამბის დროს მამა ჯორჯაძის ხელებშეკრული იყო სხვა პატიმრებთან ერთად და სასიკვდილოთ გამზადებული. "პოლიტბიუროს" კარებში ჯორჯაძემ დაინახა ეს სურათი და კიდევ ერთხელ მიმართა ჯაფარიძეს, რათა მას ეპატიებინა მის მამისათვის და არ დაესაჯა სიკვდილით.
ჯაფარიძესაგან მან მიიღო შემდეგი პასუხი: "თუ შენ ნამდვილი ბოლშევიკი ხარ, თვით შენ დახვრეტ მამაშენსო". ამ სიტყვების შემდეგ ჯორჯაძეში გაიღვიძა მამისადმი სიყვარულის გრძნობამ, მან ესროლა ჯაფარიძეს, რომელიც სასიკვდილოდ დასჭრა (უკანასკნელი მოკვდა ორი დღის შემდეგ) და თვითონ თავის მამასთან და სხვა ქართველებთან ერთად აკუწული იქმნა რუსის ჯარისკაცების მიერ ხმლებით". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი