დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 7 2017, 10:49 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფსალმუნი მერვე
6-7-8: "და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა; ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყვნი ველისანი; მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენი ვლენან ალაგსა მას ზღუათასა" - ყოველი ხილული ადამიანს დაუმორჩილეო, - მიმართავს დავითი უფალს. როდესაც უფალმა ადამი შექმნა, ყოველივე ხილული მას დაუმორჩილა. ვიდრე ადამი შესცოდავდა და სამოთხიდან განიდევნებოდა, ეს ასეც იყო. ადამიანი რაც უფრო მეტად ეცემოდა ცოდვით, მით უფრო ნაკლებად ემორჩილებოდა მიწიერი სამყაროც, მაგრამ სიწმინდით მცხოვრები ადამიანების ცხოვრებიდან ვიცით, როგორ ემორჩილებოდნენ მათ გარეული მხეცებიც კი. წმინდა შიო მღვიმელის ცხოვრება გავიხსენოთ - მან მგელი ვირებს დაუყენა მცველად. ამ დროს ცხოველთა ბუნება კი არ იყო შეცვლილი, არამედ ადამიანის ბუნება უბრუნდებოდა პირვანდელ სიწმინდეს, იმგვარს, როგორიც ადამს ჰქონდა ცოდვით დაცემამდე, როგორითაც ის იყო შექმნილი. ამიტომ მათ ცხოველებიც ისევე ექცეოდნენ, როგორც ადამს. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი