IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სახელი, ბავშვისთვის სახელის შერჩევა
personaji
პოსტი Sep 8 2017, 12:19 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 8-September 17
წევრი № 14,653



მოგესალმებით. 1 თვეში ველოდებით ვაჟს, სახელად შევარჩიეთ იონათანი. როდესაც ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია იქ წავაწყდი ასეთ თემებს. "ღვთის კურთხევის დამრღვევი საულ მეფე და იონათანი" იქნება გვირჩიოთ დავარქვათ თუ არა ეს სახელი და ჩვენთვის გასაგებ ენაზე მცირე ინფორმაციაც მოგვაწოდოთ ამ სახელთან დაკავშირებულ ადამიანზე(ებზე) რაც ბიბლიაშია ნახსენები. მადლობას მოგახსენებთ წინასწარ. ასევე ამ საიტის შექმნის იდეის ავტორსაც, რომ ასეთი სასარგებლო გვერდი არსებობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
personaji
პოსტი Sep 11 2017, 12:28 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 8-September 17
წევრი № 14,653



marine
მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ მე სულ სხვა რაღაც ვიკითხე. წმინდანის სახელი რომაა იონა ვიცი. მე ის მაინტერესებს იონათანი რომ დავარქვა ვინმე ისეთს ხო არ ერქვა რომ არ ღორდეს მეთქი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2017, 09:41 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,127
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(personaji @ Sep 11 2017, 01:28 AM) *

marine
მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ მე სულ სხვა რაღაც ვიკითხე. წმინდანის სახელი რომაა იონა ვიცი. მე ის მაინტერესებს იონათანი რომ დავარქვა ვინმე ისეთს ხო არ ერქვა რომ არ ღორდეს მეთქი.



"- როგორ შევურჩიოთ სახელი ბავშვს? ახდენს თუ არა სახელი გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე?

- სასურველია, ბავშვს სახელი რომელიმე წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ, რომელიც განსაკუთრებულ მფარველობას და მეოხებას გაუწევს მას; უმჯობესია, იმ წმინდანისა, რომლის ხსენების დღესაც დაიბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილისთვის სხვა, მათთვის სასურველი სახელის დარქმევა ეკრძალებათ. ბავშვს უნდა მოვუთხროთ მისი მოსახელე წმინდანის ცხოვრების შესახებ, შევუძინოთ მისი ხატი და შევაჩვიოთ მის წინაშე ლოცვას. ცხადია, მშობლებმაც უნდა ილოცონ მის წინაშე, გამოსთხოვონ მეოხება, კურთხევა და შეწევნა თავიანთი შვილისთვის. მშობლების, განსაკუთრებით დედის ლოცვას, უდიდესი ძალა შესწევს.

როდესაც ბავშვი წმინდანის სახელს ატარებს და იცნობს მის ცხოვრებას, ეს მის პირად ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას - მას თვალწინ ღვთისსათნოდ მცხოვრები ადამიანის მაგალითი უდევს და ცდილობს, შეძლებისამებრ მაინც მიბაძოს მას."

/მამა გაბრიელ დარჯანია/



ახლა მოვიძიე ინტერნეტში და იონათანი საულის ძე ყოფილა. შეგიძლიათ წაიკითხოთ ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან:

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/1me.../1mepeta-14.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 02:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი