რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ისტორია?, პასუხი კითხვაზე |
marine |
Jan 4 2016, 05:06 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიტყვა "ისტორია" ლათინურია და ქართულად ქვეყნის ამბავს ნიშნავს". /"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 62/ "ყველა ადამიანისთვის აუცილებელია იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რადგან წარსულის გარეშე აწმყო და მომავალი უსაფუძვლოა". /"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 26/ „ისტორია არის წინასწარმეტყველება წარსულში, შესაბამისად, მომავალშიც“. /მამა გიორგი (სხირტლაძე) „კარიბჭე“ N27, 2015, გვ.60/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 11 2017, 10:28 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფიქრები ისტორიაზე
როინ მეტრეველი "მივმართოთ გამოჩენილ ფრანგ ისტორიკოსს-მედიევისტს, პროფესორ ჟ. ლე გოფს: "...istor" ისაა ვინც ხედავს და ამავდროულად ვინც იცის; "istorien" - ძველბერძნულად ნიშნავს გაცნობას (გაცნობის ცდას), ვინმეს ინფორმირებას. ფრანგი მეცნიერის მიხედვით, ისტორია არის გამოძიება (გაგება) კავშირისა voir - სა და savoir- (ცოდნას) შორის. ძველთაგანვე სიტყვით istor (ისტორ), რაც ნიშნავს ისტორიკოსს, იწოდებოდა ადამიანი, რომელიც კრებდა, აანალიზებდა, შეაფასებდა და გადმოსცემდა ამა თუ იმ ინფორმაციას. ჰომეროსთან "ისტორი" მედიატორ-მოსამართლეს (პირი, რომელიც ისმენს ინფორმაციას, აფასებს და გამოაქვს განაჩენი ამ ინფორმაციას სიმართლის ან სიყალბის შესახებ) წარმოადგენს, პლატონთან "ისტორ" ნიშნავს "მცოდნეს". /"ათინათი" N2, 2017, გვ.228/ (ძალიან საინტერესო სტატიაა, ყველა, ვისაც ისტორიის არსი გაინტერესებთ, გაეცანით) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი