ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#401
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 11 2017, 12:41 PM
პოსტი
#402
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- როგორ შევურჩიოთ სახელი ბავშვს? ახდენს თუ არა სახელი გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე?
- სასურველია, ბავშვს სახელი რომელიმე წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ, რომელიც განსაკუთრებულ მფარველობას და მეოხებას გაუწევს მას; უმჯობესია, იმ წმინდანისა, რომლის ხსენების დღესაც დაიბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილისთვის სხვა, მათთვის სასურველი სახელის დარქმევა ეკრძალებათ. ბავშვს უნდა მოვუთხროთ მისი მოსახელე წმინდანის ცხოვრების შესახებ, შევუძინოთ მისი ხატი და შევაჩვიოთ მის წინაშე ლოცვას. ცხადია, მშობლებმაც უნდა ილოცონ მის წინაშე, გამოსთხოვონ მეოხება, კურთხევა და შეწევნა თავიანთი შვილისთვის. მშობლების, განსაკუთრებით დედის ლოცვას, უდიდესი ძალა შესწევს. როდესაც ბავშვი წმინდანის სახელს ატარებს და იცნობს მის ცხოვრებას, ეს მის პირად ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას - მას თვალწინ ღვთისსათნოდ მცხოვრები ადამიანის მაგალითი უდევს და ცდილობს, შეძლებისამებრ მაინც მიბაძოს მას." /მამა გაბრიელ დარჯანია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი