რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2017, 11:06 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოში მოხდა ის, რაც ვერ აღესრულა იერუსალიმში - საოცარი გამთლიანება ძველი და ახალი აღთქმისა. მაცხოვარი აქ ჯვარზე არ გაუკრავთ, მაგრამ ის, რისთვისაც იგი ჯვარზე გაეკრა, სწორედ აქ, ჩვენთან აღსრულდა. ამიტომაც მცხეთა ღირსია, იწოდებოდეს "მეორე იერუსალიმად". გარდა ამისა, იერუსალიმში არის მაცხოვრის საფლავი, მცხეთაში კი მისი კვართია დავანებული, რაც უფლის ხილულად ჩვენთან ყოფნაზე მიანიშნებს.
მცხეთაში არის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც იწოდება "ანტიოქიად", "გეთსემანიად", "თაბორად"... ჩვენმა წინაპრებმა თითქმის მთელი იერუსალიმი აქ გადმოიტანეს. ჩვენმა ერმა იმდენად გაითავისა ქრისტიანობა, რომ იერუსალიმის სიწმინდეების შესატყვისი მცხეთაშიც გამოჩნდა. მცხეთის უადრეს ეკლესიათა სახელები მომლოცველებს პალესტინის წმინდა ადგილებთან აახლოებდა. მაგალითად, იმ მთას, რომელზეც მცხეთის ჯვარი აღიმართა, გოლგოთის მთა ეწოდა. მცხეთა ხილულადაც დაემსგავსა იერუსალიმს. დღეს, როგორც იცით, სვეტიცხოვლის ტაძრის შიგნით, უფლის კვართის სიახლოვეს, არის ქვის პატარა ტაძარი, სამლოცველო. იგი მე-15 საუკუნეში ააგეს და მიამგვანეს იერუსალიმის უფლის საფლავის ეკლესიას." /მეუფე ზოსიმე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი