მცხეთა... სვეტიცხოველი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მცხეთა... სვეტიცხოველი... |
marine |
Jul 23 2017, 12:38 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2017, 11:16 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- სვეტიცხოველში არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ტაძარი, სადაც ინახება მისი ხალენი, რომელიც ასევე ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში ჩამოტანაც, რაღა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი... რამდენად დიდი წყალობა იყო ეს ჩვენი ერისთვის?
- წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში ჩამოტანა და საერთოდ, ამ უდიდესი წმინდანის საქართველოსთან დაკავშირება ღვთის საკვირველი განგებულება გახლავთ. წმინდა ილია წინასწარმეტყველის დროს გადაგვარდა ებრაელი ერი, წარმართობა გაძლიერდა ძველი აღთქმის ეკლესიაში. ილია წინასწარმეტყველი იყო ერთადერთი მართალი, სიკეთისა და მადლის მატარებელი. ბიბლიიდან ცნობილია, რომ მეფე აქაბს ჰყავდა 400-ზე მეტი ცრუ წინასწარმეტყველი, რომლებიც იმდროინდელ საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდნენ. ილიას კი დევნიდნენ და მოსაკლავად დასდევდნენ. ძლივს გადაურჩა მეფის მახვილს, საბოლოდ კი ცეცხლოვანი ეტლით ზეცას იქნა ატაცებული. წმინდა ილია წინასწარმეტყველი იყო განსაკუთრებული წმინდანი ძველი აღთქმის ეკლესიისა. იმ ნიჭსა და მადლს, რომელსაც იგი ფლობდა, ეს სოფელი ვერ იტევდა. სამაგიეროდ, მისი დიდება ზეციდან დამოწმდა. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენთან ერთად საქართველოში შემოვიდა ამ წმინდანის მადლი და ძალა. ვინ იცის, შეიძლება დადგეს ისეთი დრო, რომ მეტად გაძნელდეს ჭეშმარიტი სიკეთის პოვნა დედამიწაზე და სწორედ ჩვენს ქვეყანაში შემოინახოს ღმერთმა ის განსაკუთრებული, ილიასეული ნიჭი და მადლი, რომელიც თავის დროზე ვერ შეიცნო ქვეყნიერებამ. ილიასეული მადლის საქართველოში შენახვა მაძლევს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანასაც გადაარჩენს უფალი. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენის ჩამოტანასთან ერთად ძველი აღთქმის ებრაელებმა საქართველში შემოიტანეს მესიის მოლოდინის რწმენა. ეს იყო წანამძღვარი, რომელსაც შემდეგ უფლის კვართიც მოჰყვა. ანუ ეს იყო გზა, რომლითაც უფალი მოდიოდა ჩვენთან. და, რაღა თქმა უნდა, მცხეთა იქნა ამისათვის გამორჩეული. საოცარია, ეს ყველაფერი ერთი დიდი წიგნივითაა გადაშლილი - ძველი აღთქმაც აქ არის და ახალიც, მხოლოდ გულდასმით უნდა წაიკითხო, გონების თვალი უნდა გადაავლო და აქ დაინახავ შენს წარსულსაც და მომავალსაც. ასეთი წიგნია მცხეთა. დაე, ღმერთმა აგვიხილოს სულიერი თვალი ამ მადლმოსილი წიგნის წასაკითხად." /მეუფე ზოსიმე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი