კედლის მხატვრობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კედლის მხატვრობა |
marine |
Aug 3 2015, 09:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვისაუბროთ ფრესკების შესახებ...
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში აიგო ეკვდერი ტურინის სუდარისათვის, რომლის კედლებიც მოიხატა და 2010 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ნაწყვეტი ინტერვიუდან: "ცოტა განსხვავებული კედლის მხატვრობაა... -მხატვრობა მართლაც განსაკუთრებული წესით არის შესრულებული, რომელსაც ე ნ კ ა უ ს ტ ი კ ა ეწოდება. ფერწერის ამ უძველეს ტექნიკას პირველ საუკუნეში იყენებდნენ ძველი რომალები. აქ გამოყენებულია თაფლის სანთელში შერეული ბუნებრივი გზით მიღებული საღებავები, ენკაუსტიკით მიღებული ფერებისათვის მეტად მნიშვნელოვანია დროის სიზუსტის დაცვა: მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული კედლები ცხელი საღებავებითვე უნდა მოიხატოს ისე, რომ კედელმა გაციება არ მოასწროს, ამიტომ კედელი ფენა-ფენა იხატება. თუ ყველა წესს დავიცავთ, ცვილის სანთელს შერწყმული ფერები დროთა განმავლობაში ემალად გარდაიქცევა და ასეთი ფერწერა ღია ცის ქვე რომ მოყვეს, არ ზიანდება, არც ფერს იცვლის, რასაც მოწმობენ 20 საუკუნის წინ შექმნილი ნიმუშები, რომლებიც დღემდე კარგად გამოიყურება" / ნინო მურცხვალაძე ვრცლად გაეცანით ჟურნალში: "კარიბჭე" N16, 2015, გვ. 33/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2017, 11:32 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბოგრეშიდან 1 კმ-ითაა დაშორებული ნაკიფარი. იგი მაღლობზეა გაშენებული. ნაკიფარის წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესია სვანეთის სხვა ეკლესიებისგან ფასადების შემკულობით გამოირჩევა. ეკლესიაში შესვლისთანავე მდიდრულად შემკულ საყდარზე მჯდომი მაცხოვრის გრანდიოზული კომპოზიცა გეგებებათ. კურთხევით აღმართული მარჯვენა ხელი განზე ფართოდ აქვს გაშლილი. გვერდით ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და ორი მთავარანგელოზის გარდა ანგელოზთა დასებიცაა გამოსახული, რომელნიც მის ამალას, ციურ მხედრიონს წარმოადგენს. ტაძრის მოხატულობა მხატვარ თევდორეს ეკუთვნის.
ისტორიულმა წყაროებმა არ შემოგვინახა რაიმე ცნობა მის შესახებ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის წარმოშობით სვანი იყო, ხოლო პროფესიული განათლება ბარის რომელიმე სამხატვრო ცენტრში უნდა მიეღო. მეფის მხატვრის ტიტული მიუთითებს, რომ მას შესრულებული ჰქონდა სამუშაო მეფის დაკვეთით, მაგრამ ამ მოხატულობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. თევდორეს მოღვაწეობა XI საუკუნის დასასრულსა და XII საუკუნის პირველ მესამედს, დავით აღმაშენებლის მეფობას ემთხვევა და საფიქრებელია, რომ იგი მისი მხატვარი ყოფილიყო. თევდორეს შემოქმედება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ნაკიფარის ეკლესიის XI საუკუნის წმინდა გიორგის ხატის შესახებ ამავე ხატის წარწერის მიხედვით ვიგებთ, რომ ხატი ასან ოქრომჭედელს მოუჭედავს მარუშანის დაკვეთით და მასალით - ოქროთი და ვერცხლით." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი