საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
ნათია |
Jun 7 2007, 09:27 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Sep 14 2017, 10:35 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,305 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხარება
"მოგვითხრობენ გარეჯის წინამძღვარზე, მამა მარკოზზე. ხარების სადღესასწაულო ტრაპეზზე ბერებს თევზი არ ჰქონდათ, "რაითამცა პირი იხსნეს" ღვთის სადიდებლად. ღირსმა წინამძღვარმა ძმებს უთხრა: ვინაიდან ჩვენ, გლახაკებს, თევზი არა გვაქვს, მხალი მოკრიფეთ და ამით ვადიდოთ ღმერთიო. გავიდნენ ბერები ველზე, ღირსი მამა კი ლოცვად დადგა. მცირე ხანში ბერების თავზე, ცაში ფრინველმა დაიჩხავლა. აიხედეს და - ფრინველს კლანჭებით თევზი უჭირავს. გაუშვა და ცოცხალი თევზი ბერების წინ დაეცა. განცვიფრებულებმა წინამძღვარს მიართვეს თევზი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ იმ დღეს ყველა ბერს ეყო. ეს ამბავი მერე მონასტრის კარზეც კი გამოუსახავთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 06:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი