მცხეთა... სვეტიცხოველი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მცხეთა... სვეტიცხოველი... |
marine |
Jul 23 2017, 12:38 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 14 2017, 09:56 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საუკუნეების მანძილზე მრავალ ღირსეულ მღვდელმთავარს უმოღვაწია სამთავროს ეკლესიაში, რომელსაც ზოგჯერ "ღვთაების მონასტერსაც" უწოდებდნენ მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მთავარეპისკოპოს დომენტის (შემდგომში კათალიკოსს) აქ გადმოუსვენებია ხელთუქმნელი ხატი - პირი ღვთისა."
"[სამთავროს] მონასტრის იღუმენიად დებს დარია (ფაღავა) აურჩევიათ. საინტერესოა მისი შემონაზვნების ისტორია: ოდიშის თავადის, ხიტუ ფაღავას ასულს, დარიას, მცხეთიდან სამეგრელოში ჩასული ვაჭრისაგან შეუტყვია საქართველოს საკათალიკოსოს და ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება და სამთავროს ტაძრის უპატრონოდ დარჩენა. თავადის ერთადერთ ასულს, ღვთის განგებით, უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა და ვაჟურად გადაცმული, როგორც მოსამსახურე, მალვით გამოჰყოლია ვაჭარს მცხეთაში. სამთავროს მონასტრის ეზოში თავდაპირველად სათონესთან დასახლებულა. ერთხელ არაგვისპირას გასულს ბებრის ციხესთან სამი ცხენოსანი შეუნიშნავს, ძმებად შეუცვნია და არაგვში შეუცურავს. ძმები დასდევნებიან. წყლიდან გასული ქალი მღვდელს შეუფარებია. მღვდელსა და მის მეუღლეს სიზმარეული ჩვენებით სცნობიათ ეს ამბავი და ქალი გულმოდგინედ გადაუმალავთ. იღუმენია დარიას წინამძღვრობისას მონასტერი ოფიციალურად დამტკიცდა. დედა დარიას მონასტრის შენობების აღდგენაზე უზრუნია. მონასტერში წყალი გაუყვანია. იგი მტკიცედ იცავდა მონასტრის ქონებას და უარი განუცხადებია, როცა მოუთხოვიათ სამრეკლოს მიმდებარე მიწაზე სომხური სასაფლაოს გახსნა. სულ ექვსი წელი წინამძღვრობდა მონასტერს. 1853 წელს გარდაიცვალა და სამთავროს დიდი ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის წინ დაუკრძალავთ." "სიყრმიდანვე მივეც აღთქმა თავსა ჩემსა, რომ შემეწირა ჩემი სიჭაბუკე, სრულასაკობა და მოხუცება კეთილდღეობისათვის ამ მონასტრისა. როგორ შევასრულე ეს ჩემი სიტყვა და რა ნაყოფი მიიღო ჩემმა შრომამ, მისი გასინჯვა მე არ შემიძლიაო" /იღუმენია ნინო ამილახვარი-უმცროსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი