სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| afxazi |
May 1 2007, 11:09 AM
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ზე არაერთგვაროვანი შეხედულება არსებობს. ზოგი მას კათოლიკობის მიღებას აბრალებს, თუმცა ამის საწინააღმდეგო ინფორმაციაც არსებობს. მე მიმაჩნია რომ ეს ადამიანი თავისი დროის უდიდესი მეცნიერი და საეკლესიო მოღვაწე იყო. იმედია ბევრ ინფორმაციას მოვიძიებთ პატრიარქის ცხოვრებაზე.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
| marine |
Sep 14 2017, 10:20 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,170 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ანტონ I კათალიკოსი - ვახტანგ VI-ის ძმის - მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის, ელისაბედის ძე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს 1744 წელს. ანტონი შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისთვის ზრუნვას, აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს, ებრძოდა სომეხ მონოფიზიტთა გააქტიურებულ პროპაგანდისტულ შემოტევებს, წამოიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება, შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან. 1755 წელს ანტონს გაკათოლიკება დასწამეს და კათალოკოსობიდან გადააყანეს. ის რუსეთს გაემგზავრა. 1763 წელს ერეკლე II-მ ანტონი რუსეთიდან დააბრუნა, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია კათალიკოსად. ანტონ I-მა კვლავ განაგრძო ინტენსიური საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. ანტონ I ყველანაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის, შემდეგ კი თელავის სემინარიების დაარსებაში.
ანტონმა თვითონ მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. ამ მიზნით გამოიყენა თავისი ორიგინალური და ნათარგმნი წიგნები: "ქართული ღრამატიკა", სხვადასხვა ავტორის შრომები ლოგიკის, მეტაფიზიკის, ფიზიკის და სხვა დარგებში. ანტონმა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის დოგმატურ-პოლემიკური თხზულება "მზამეტყველება", "წყობილსიტყვაობა", ენციკლოპედიური ნაშრომი: "სპეკალი", რომელშიც თავისებურად არის მორიგებული ეკლესიისა და ფილოსოფოსთა მოძღვრება, ასევე ლოგიკის სახელმძღვანელო "კატეღორია-სიმეტნე", "ღვთისმეტყველება" და სხვ. ანტონ I-ის ორიგინალური ჰაგიოგრაფიული კრებული "მარტირიკა" მოიცავს თითქმის ყველა ქართველ წმინდანთა "წამებას", ჰიმნოგრაფიიდან აღსანიშნავია მისი უზარმაზარი ნაშრომი სადღესასწაულო ანუ "თვენი". ანტონ I-ს ეკუთვნის ისტორიული თხზულებები: "მოკლე ისტორია საქართველოსი", "ქართველ მეფეთა შთამომავლობა" და სხვ. მან მრავალი მოწაფე-მიმდევარი აღზარდა და შექმნა მთელი სკოლა, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებას." /"კარიბჭე" N20, 2009, გვ.28/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
afxazi კათოლიკოსი ანტონ I May 1 2007, 11:09 AM
Lenus აფხაზი,
"ზოგი" კ... May 4 2007, 07:27 AM
ketino მაშ, ვეღარ მოვიცალ... Aug 18 2007, 01:56 AM
afxazi ketino
მაინც რატომ არ მ... Aug 18 2007, 10:51 AM
N. R. იქნებ ვინმემ მოკლე... Aug 18 2007, 11:14 AM
afxazi N. R.
შევეცდები უახლო... Aug 18 2007, 11:38 AM
N. R.
N. R.
შევეცდები უახლო... Aug 18 2007, 11:46 AM
Sotiris
ანტონ I უდიდესი მოღ... Aug 25 2007, 11:28 PM
N. R.
მასშტაბზე გეთანხმ... Aug 27 2007, 01:11 PM
afxazi Sotiris
ძალიან ჭკვიანი ... Aug 26 2007, 06:55 PM
Sotiris
[b]Sotiris
ძალიან ჭკვიან... Aug 27 2007, 01:33 PM
Lenus
ეს წიგნი არავის გა... Aug 27 2007, 05:00 PM
Sotiris
ეს წიგნი არავის გა... Aug 27 2007, 10:25 PM
athos ქართული პროზის მე-6 ... Aug 27 2007, 11:46 PM
Lenus არა, ნაღდი მინდა, ორ... Aug 28 2007, 11:05 AM
N. R.
არა, ნაღდი მინდა, ო... Aug 29 2007, 08:19 PM
alilo ჩვენი ეკლესია აღია... Aug 29 2007, 08:59 PM
N. R. alilo
უფრო ვრცლად? :blink: Aug 30 2007, 05:19 PM
du_du_na იქნებ ამ საკითხზე ... Oct 29 2007, 02:22 AM
marine "[კათალიკოს-პატრი... Feb 5 2022, 07:35 PM
marine "პაპუნა ორბელიან... Feb 7 2022, 08:13 PM
marine "ანტონ I საქართვე... Feb 8 2022, 07:31 PM
marine "ავტოკეფალიის და... Feb 10 2022, 08:30 PM
marine "1748 წლის საეკლესი... Jun 21 2022, 01:32 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი