დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
Aug 6 2015, 08:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი დავითის ფსალმუნების შესახებ!
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს". /ილია II/ ტროპარი: "უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო". ფსალმუნის ძველ-ქართული სიტყვის განმარტება: კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 17 2017, 02:15 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქვეყნიერების შემოქმედმა არაფრისგან სიცოცხლედ მოგვიყვანა, ნათელს გვაზიარა, მარადიულობის ულევ გზაზე დაგვადგინა. ნუთუ ამის შემდეგ ისევ უიღბლო ხარ, ადამიანო? ნუთუ კვლავ უფალს აყვედრი უმადურობით? არსებობს სხვა განცდაც, სხვა ტკივილი, რომელიც მხოლოდ ღვთის სიყვარულითა და სარწმუნოებით გაჟღენთილ სულს შეუძლია აღმოხდეს, წმინდა დავით მეფსალმუნისამებრ: "ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა?" (ფს. 12,1-3). ამ სიტყვებში ისმის სულ სხვა განცდა, სულ სხვა ტკივილი დავითისა. ეს კურნების, შვების, სინანულში დაფარული, მასში აღმოცენებული სიხარულის ცრემლებია, რომელიც უფალთან ერთობის, მასთან კიდევ მეტი სიახლოვის წყურვილითაა ნასაზრდოები.
დიდმა მეფემ ნათლად უწყის, რა სიკეთის მომატყვებელია ღმერთთან ერთობა, რადგან თავად განცდილი და შესისხლხორცებული აქვს ეს ენით უთქმელი გრძნობა. იგი, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, გრძნობს, რომ უფალთან სიშორის, მისგან განრიდების ერთადერთი მიზეზი ცოდვაა, რომელიც კედელივით აღიმართება ღმერთსა და ადამიანს შორის, მაგრამ ფსალმუნთმგალობელი, დიდი წინასწარმეტყველი დასძენს: "ხოლო მე ვთქვი განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთაისა, ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდე მე შენდამი" (ფს. 30,23). აი, საოცრება სიმდაბლისა, სინანულისა, კეთილგონიერებისა, საკუთარი ყოფიერების, სულიერი მდგომარეობის მართებული დანახვისა. დიდი მეფე იცნობს ღმერთს და საკუთარ თავსაც. მაგალითი რწმენისა და ღვთისმეტყველების სიღრმისა. სული, რომელიც ამგვარად განიცდის, აცნობიერებს საკუთარ უძლურებას, ადამიანური ბუნების სისუსტეს, ყველაზე ახლოა უფალთან." /დავით სურგულაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი