მცხეთა... სვეტიცხოველი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მცხეთა... სვეტიცხოველი... |
marine |
Jul 23 2017, 12:38 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 18 2017, 11:44 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
+
"სვეტიცხოვლის ტაძარი მუხრანელ ბაგრატიონთა საგვარეულო განსასვენებელი იყო. ამიტომაც მეფეთა გვერდით განისვენებენ ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლებიც - დედოფალი მარიამი (როსტომ მეფის მეუღლე), ანა (ერეკლე II-ის მეუღლე), ერეკლე II-ის ქალიშვილი თეკლე, მათი შვილები და შვილიშვილები." "სვეტიცხოვლის ტაძრის მაღალი სარკმლებიდან ეშვება ("ჩამოესვეტება") ნათლის სვეტი ანუ სვეტიცხოველი, ცოცხალი და ცხოველმყოფელი თავისი სულიერებით და აკავშირებს ზეცასა და ქართულ მიწას. ადამიანი მას ვერ ხედავს ჩვეულებრივი მზერით. იგი ყველამ თავისი სულიერი ხედვით უნდა წარმოიდგინოს. ვინც ამას წარმოიდგენს, მის სულში ჩნდება სვეტი-ცხოველი, ზეცისა და მიწის შემაკავშირებელი, ადამიანის სულიერად განმწმენდელი და გამაცხოველებელი. ყველას შეიძლება გვქონდეს საკუთარ სულიერ წიაღში საკუთარი სვეტიცხოველი, ხატი და სიმბოლო იმ მთავარი სვეტი-ცხოვლისა ანუ ღვთაებისა. დღევანდელი სვეტიცხოვლის ტაძარში იმ სულიერ სვეტი-ცხოველს ფრესკებით მოხატული ქვით ნაშენები სვეტი ფარავს." "მცხეთის მშენებლობას გადმოცემა ბიბლიური ნოეს შვილთაშვილს, ქართველთა მითური წინაპრის ქართლოსის ვაჟს, მცხეთოსს მიაწერს: ,,და აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდდეს დედა-ქალაქად" ("ქართლის ცხოვრება")." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი