სვანეთის სისწმინდეები, ეხაბა სვანეთს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სვანეთის სისწმინდეები, ეხაბა სვანეთს |
nikusha89 |
May 29 2012, 06:37 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 21-April 10 წევრი № 8,676 |
მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო, თუ როგორ აღფრთოვანებული დავრჩი სვანეთის სისმინდეთა შესახებ, რომ მოვიძიე ინფორმაცია ანუ ბევრი რომ არ გავაგრდზელო ერთ ერთი უმდიდრესი საცავი ყოფილა სვანეთი ოდითგანვე საქართველოს განძეულის და მადლობა ღმერთს რომ გვაქვს ამის ნახვის შესაძლებლობა .მადლობა საპატრიარქოს და სამების ახალგაზრდულ ცენტრს ამ გვერდისთვის svanetis gverdi facebook_ze
|
marine |
Sep 25 2017, 09:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხალდე მთლიანად დაცლილია... სოფელი განსაკუთრებით აღნიშნავს ტაძრის დღესასწაულს კვირიკობას. დაახლოებით XII საუკუნეში ქუთაისიდან მოაბრძანა ტაძარში გვარად შალიანმა წმინდა კვირიკეს ხატი. თურმე ერთ ოჯახს გასათიბი ჰქონდა გეგუთის მინდვრები. ოჯახის უფროსს უთქვამს, ვინც ამას გამითიბავს, დიდ საჩუქარს ვუბოძებო. ქუთაისში მყოფ სვან შალიანს სცოდნია, რომ იმ კაცის ოჯახში ინახებოდა წმინდა კვირიკეს ხატი და უთქვამს, - თუ ხატს მომცემ, გაგითიბავო. ასეც მოქცეულა და ხატიც მიუღია.
მერე კალაში მოუბრძანებია. მთელი თემი შეყრილა ხატის დასაბრძანებლად. გაუხედნავ მოზვრებს მიაბეს მორი, ზედ წმინდა ხატი მიამაგრეს და გადაწყვიტეს, სადაც მოზვრები შეჩერდებოდნენ, იქ დაებრძანებინათ ხატი. ორი კვირა ეძებდა თემი მოზვრებს და იმ ადგილას წააწყდნენ, სადაც დღეს ტაძარია აგებული. ამიტომაც ააგეს იმ მაღალ ადგილას წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. მოსახლეობა ძირითადად ტაძარს ციკნებსა და თხებს სწირავს. დიდგზაგამოვლილი ხატი თურმე ტიროდა. დასამშვიდებლად ხალხს რა აღარ შეუწირავს მისთვის. ბოლოს ციკანი მიუყვანიათ და სახეზე ღიმილი გადაჰფენია ხატს. მას შემდეგ ციკანს სწირავენ წმინდა კვირიკეს ტაძარს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი