თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
tekla2007 |
Dec 11 2008, 06:07 PM
პოსტი
#121
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 28-April 07 წევრი № 1,777 |
მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
|
marine |
Sep 30 2017, 10:24 AM
პოსტი
#122
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სასოწარკვეთილებითი განცდების მძაფრ სურათს ვხვდებით მამა იოანე მასლოვის სულიერი შვილის ნაამბობში:
"ერთხელ, აღდგომის მსახურებაზე, მჭმუნვარე ფიქრებმა შემომიტიეს - არავის ვჭირდები, რისთვის ვცხოვრობ-მეთქი და ა.შ. მესმოდა, ეს აზრები მტრისაგან იყო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი მათ თავიდან მოცილებას და ამის გამო მთელი დღე ვტიროდი. მინდოდა მამა იოანესთან მივსულიყავი, მაგრამ ყველას თავს არიდებდა. დრო იყო მძიმე, დევნიდნენ, რადგან მასთან ბევრი ხალხი მიდიოდა. საღამოს, მსახურების შემდეგ, ის ჩემთან მოვიდა და მკითხა: - რა გინდოდაო? ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ყურადღებით შემომხედა და მითხრა: ნუ უგდებ ყურს, ეს მტრისგანაა. მას ახლა ისეთი მძიმე დრო უდგას, გაიხარებს, ყველას ცდუნება რომ შეეძლოს; ნუ მოუსმენო. მამა იოანეს თვალებმა რენტგენივით გამანათა. ვგრძნობდი, სრულად ხედავდა, ესმოდა, რა ხდებოდა ჩემში, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ მქონდა ნათქვამი. რაღაც წავიბუტბუტე, მაგრამ არ მომისმინა. ნუ მიაქცევ ყურადღებასო, მითხრა, დამლოცა, მაგრად ჩამიკაკუნა თავში და გამშორდა. უეცრად ცრემლი წამსკდა, მაგრამ ეს ცრემლი უკვე შვებისა იყო!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი