ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,229 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 30 2017, 10:33 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,229 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- სიყვარულთან, შეგონებასა და დარიგებასთან ერთად ბავშვის აღზრდისას ვერც დასჯას ავარიდებთ თავს. სასჯელს იგივე მიზანი აქვს, რაც სარეველების ამოძირკვას, - ბრძანებენ წმინდა მამები. მაგრამ როდესაც ჯერი ბავშვის დასჯაზე მიდგება, უფროსებმა უნდა იცოდნენ, რა მეთოდები გამოიყენონ და საერთოდ, რომელი საქციელისა და მანკიერი თვისების გამო დასაჯონ ბავშვი. რას გვეტყვით ამაზე? საზოგადოდ, მისაღებია თუ არა ბავშვის ფიზიკური დასჯა?
- როდესაც ჯერი ბავშვის დასჯაზე მიდგება, სასჯელის სახე და ზომა მისი სულიერი მდგომარეობის, ჩადენილი დანაშაულის შეგრძნების მიხედვით უნდა შევარჩიოთ. თუ ბავშვი ნანობს ჩადენილს, პატიებას ითხოვს და პირობას დებს, რომ მსგავს საქციელს აღარ ჩაიდენს, მისი დასჯა საჭირო არ არის. ასევე არ უნდა დავსაჯოთ ბავშვი უნებლიე საქციელის გამო - თუ შემთხვევით რაიმე გაუფუჭდა, ვერ სწავლობს ისე, როგორც მისი რომელიმე თანატოლი ან არ იცის საზოგადოებაში ქცევის წესები. ასეთ დროს დასჯა კი არა, დახმარებაა საჭირო. უმართებულოა ბავშვის დასჯა მაშინაც, თუ მას კარგი ურთიერთობა აქვს ადამიანთან, რომელთანაც მშობლებს ცუდი დამოკიდებულება აქვთ. მაგრამ თუ ბავშვი შურიანია, ამპარტავანია, ჯიუტობს, ბილწსიტყვაობს და სხვა მანკიერ თვისებებსა და ცოდვით მიდრეკილებებს ავლენს, საჭიროა დავსაჯოთ. სასჯელად შეიძლება გამოვიყენოთ საყვედური, მკაცრი გაფრთხილება, თამაშის დროებით აკრძალვა, ოთახში ჩაკეტვა. უფრო პატარები შეიძლება კუთხეშიც დავაყენოთ. უმჯობესია, საყვედურსა და მკაცრ გაფრთხილებას დავჯერდეთ, მაგრამ თუ ბავშვზე შედარებით ლმობიერი მეთოდები არ მოქმედებს, დასჯის სხვა სახეს მივმართოთ. ცემა დასჯის ყველაზე მკაცრი სახეა, ამიტომ ყოველნაირად ვეცადოთ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ. მაგალითად, როცა ბავშვი ჯიუტად არ იშლის ცუდ ჩვევებს, განუწყვეტლივ ცრუობს, ქურდობს, ბილწსიტყვაობს და ა.შ. ფიზიკური დასჯისას არავითარ შემთხვევაში არ დავარტყათ სახესა და თავში. ამასთანავე, თუ ბავშვს ხშირად და ყველა უმართებულო საქციელის გამო ვცემთ, ის ამის უგულებელყოფასაც დაეჩვევა, სასტიკი და გულცივი გახდება. არამც და არამც არ შეიძლება ბავშვის დასჯა გადაჭარბებული სიმკაცრითა და მრისხანებით - ეს უფრო მშობლების ვნების გამოვლინება იქნება. დასჯის მიზანი ბავშვის გამოსწორება უნდა იყოს, ამიტომ გაცხარებულ გულზე ამ მეთოდს ნუ მიმართავთ, რადგან "გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღმერთის სიმართლეს"; უმჯობესია, როგორც წმინდა მამები გვმოძღვრავენ, გადავდოთ დასჯა, ვიდრე გაბრაზება გადაგვივლიდეს. წმინდა მამები, როდესაც ბავშვის აღზრდის საკითხს ეხებიან, გვირჩევენ, ნებისმიერ საკითხში ზომიერება ანუ სამეუფო, შუალედური გზა ავირჩიოთ, რადგან გადაჭარბებული სიმკაცრეც და ლმობიერებაც ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს. /მამა გაბრიელ დარჯანია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 02:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი