სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
777avto |
Sep 18 2012, 11:38 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
დღეს ძალლიან ბევრი ქრისტიანი საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის შეზღუდვაზე. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ყველაფერი 2004 წლის მოვლენებით დაიწყო, როდესაც დაარბიეს გლდანის ტაძარი, მართალია მამა ბასილი და მისი მრევლი არ ემორჩილებოდა საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას , თუმცა ამან მაინც დაგვანახა ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ამის მერე მოხდა პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებებით (რომლებიც სახელმწიფოს მიერაა მართული) უზნეობის მასობრივი პროპაგანდა, პატრიარქის სიტყვებით: ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქსაც , რაგდან როდესაც პარტიარქი რუსეთის პატრიარქს კირილს ესტუმრა ამას ნაციონალურ მაუწყებლებზე პატრიარქის კრიტიკა მოყვა. ამას ემატება ახალი კანონი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს (სსიპ) გაუთანაბრდა რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა საქართველოში, ეს მოხდა მოტივით თითქოს ევროსაბჭოს რეკომენდაციაას ასრულებდნენ, არადა ევროსაბჭოს რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს (განსაკუთრებით ბოლო დროს) ჩვენი მთავრობა არ იზიარებს. რაღა ეს გაიზიარეს?? პაარტიარქის კურთხევას ამ კანონთან დაკავშირებით რეაქცია არ მოჰყოლია. ქალაქის მერი კი ერთ-ერთი მეუფის თქმით პირდაპირ უყვიროდა პატრიარქს. 100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი. პატრიარქის ეპისტოლე კი სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი შესწორებულ იქნა რამმენიმე წყაროს მიერ. ამ ყველაფერს თან სდევდა გეი.პარადების მოწყობის მცდელობა, წელს ანტი ფენიმისტების სახელი უწოდეს ამ აქცის, რა თქმა უნდა ამ საქმეში მთავრობის როლი პირდაპირ არ იკვეთება მაგრამ კულუარულად ამაზე საუბარი არსებობს. ასევე მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, მაგალითად მამა თეოდორე გაგნიძეს თსუ-ში ლექციების კითხვა აუკრძალეს. (უბრალოდ არ შეუშვეს რასისტობის მოტივით) ილიას უნივერსიტეტის მიერ (რომელიც რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სამინისტროს მართულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ) გამოიცა მკრეხელური შინაარსის წიგნი დეისაძის ავტორობით. ბაგრატის ტაძრის თავდაპირველ ვარიატში (სანამ პატრიარქი მშენებლობის შეჩერებას არ მოითხოვდა) გათვალისწინებული იყო ტაძრის შემინული ნაწილი ჩამონტაჟებული გამჭვირვალე ლიფტი და როგორც ამბობენ მუზეუმი. ასევე მოხდა პატრიარქის კურთხევის და აზრის სრული უგულებელყოფა ბევრ შემთხვევაში: მაგალითად მანდატურების თემა და სხვა. მაინტერესებს ფორუმელების აზრი ასრულებს კი ჩვენი სახელმწიფო იმ ფუნქციას რასაც ისტორიულად ტვირთულობდა? ხომ არ არის ის დაინტერესებული ეკლესიის დასუსტებით და წმინდა სინოდში განხეთქილების შეტანით (რისი უამრავი ფაქტიც არსებობს)? განა მნიშვნელოვანი არ არის ხელისუფლება ეკლესიას გვერდით ედგეს? განა ეს ხელისუფლების ინტერესიც არ უნდა იყოს? უამრავი კითხა დავსვათ და გავცეთ პასუხი. აქვე აღვნიშნავ რომ ეს თემა აპოლიტიკურია ვინაიდან ჩვენი ეკლესიის ბედს ეხება ასე რომ უნდა გვაინტერესებდეს და ადმინისტრატორებს ვთხოვ არ დახურონ. ეს ჩვენ ეკლესიას და ჩვენი სვილების მომავალს ეხება გავარკვიოთ სიმართლე ერთმანეთის აზრი და ვემსახუროთ უფალს.
|
marine |
Oct 3 2017, 10:04 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ეკლესია ღვთის მიერ დადგენილ კანონებს ეფუძნება, სახელმწიფო კი ცდილობს, დაიცვას კონსტიტუცია. რა განსხვავებაა ამ კანონებს შორის და რა როლი ეკისრება ეკლესიას სახელმწიფო მოწყობის საქმეში?
- არსებობს გამონათქვამი: "ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში" და ამ ფონზე განვიხილოთ, თუ რა განსხვავებაა ამ ორ სახელმწიფოს შორის. ორივეს აქვს მოწყობის პრინციპი და საფუძველი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ. ეკლესიასაც აქვს კონსტიტუცია და სახელმწიფოსაც. მათ შორის არსებითი განსხვავება პირველის უცვლელობაში და მეორის ცვალებადობაშია. ეკლესიის კანონები მოცემულია უზენაესი და უსრულყოფილესი არსების, კაცობრიობის შემოქმედის მიერ. კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მისდამი ნებით დაქვემდებარებული საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი ამ მიწიერ ცხოვრებაში იცხოვრებს შესაძლო მაქსიმუმით, ანუ სრულყოფილებით. სახელმწიფოს კონსტიტუციის ცვალებადობის პრინციპი გულისხმობს მის ექსპერიმენტულობას სრულყოფილების ძიებაში. ისტორია ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს სათავეში მოსული ადამიანი (არჩევით იქნება თუ ძალადობით, ცბიერებით) ცდილობს კონსტიტუციის შეცვლას თავისი შეხედულებით. მაგრამ ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება. უფალი კი სრულყოფილია და მისდამი მორჩილება არის ბედნიერი ცხოვრების საფუძველი. ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა. ყველას, ვინც სახელმწიფოს სათავეში მოვა (წარმართი იქნება თუ ათეისტი) ეკლესია ამბიონიდან მოუწოდებს ღვთისგან მოცემული მცნებების აღსრულებისაკენ. ეკლესიის უპირველესი მოვალეობაა - ადამიანებს უთხრას სიმართლე მიწიერი და ზეციური ცხოვრების შესახებ. თუ რომელიმე ხელისუფალი მოინდომებს სულიერ ცხოვრებას და სახელმწიფოს სულიერი პრინციპებით მართავს, ეკლესია, რა თქმა უნდა, გვერდით უდგას და ხმარდება მას. ხოლო თუ ხელისუფალი ღვთის საპირისპირო პრინციპებით შეუდგება ქვეყნის მართვას და ყოველივე ეროვნულსა და ზნეობრივს უარყოფს, მაშინ ეკლესია ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ თანაუგრძნობს, ტკივილით ლოცულობს ღვთის წინაშე, რათა ღმერთმა მიანიჭოს ხელისუფალთ გონიერება, სიბრძნე და მოაქციოს სიკეთისაკენ." /მამა შიო მენაბდე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი