ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 20 2007, 02:10 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
რამდენიმე კითხვას დავსვავ.
1)მაინტერესებს სადამდე მიდის თქვენი ნდობის ზღვარი რომ ისინი სახარების მიხედვით მოქმედებდნენ და მათ ყველაფერში ეთანხმებით 12 მოციქული,70 მოციქული,და თუ წმინდა მამებიც ვინ? მაგ.ზოგიერთი ფანატური მიმდინარეობა მოციქულებსაც კი არ ენდობა და თვლიან რომ მათ უკეთ იციან და იცავენ უფლის გზებს ვიდრე იცოდნენ და იცავდნენ მოციქულები.მაგ.როგორც აქ ითქვა მარმონები უფრო ენდობიან მათი დამაარსებლის აზრებს რომელმაც ყოველივე მისი შეხედულებები გამოცხადებით უთხრა უფალმა და მის აზრებს მოციქულებზე და ხანდახან წმინდა წერილზეც მაღლა აყენებენო როგორც აქ იქნა ნათქვამი. 2)არის თუ არა პროტესტანტიზმში ისეთი ავტორიტეტები რომლებიც გინდაც რამდენიმე საუკუნის წინ იყვნენ და რომლის აზრებსაც და შეხედულებებს წმინდა წერილის განმარტების შესახებ იზიარებენ და ეყრდნობიან პროტესტანტები და იზიარებთ თქვენც? ანალოგიურად რომ ვთქვათ როგორც მართლმადიდებლები წმინდა მამებს. 3)როგორც აქ ითქვა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოციქულების ან ცოტა მერე კაცობრიობამ გადაუხვია უფლის გზებიდან დაამახინჯა ზოგირამე წმინდა წერილისა,მოიგონა ბევრი ზედმეტობები და აშ.მაინტერესებს ვინ იყვნენ ისინი ვინც არ დაამახინჯა და სწორი ხედვა შეინარჩუნა ანუ ისეთივე შეხედულებები ჰქონდა ან მიახლოვებული მაინც ამ შეხედულებებთან როგორიც დღევანდელ პროტესტანტიზმშია?(კონკრეტული ადამიანები,ან ქვეყანა) როგორც ცნობილია მე11საუკუნემდე ყველა მართლმადიდებელი იყო განხეთქილების შედეგად გაჩნდნენ კათოლიკები ხოლო შემდგომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ კათოლიკური ეკლესიის განხეთქილებით გაჩნდნენ პროტესტანტები.თუ ამდენი საკუნეების მანძილზე მოციქულების შემდეგ კაცობრიობას არასწორი გაგება და სეხედულებები და ზედმეტობები ჰქონდა და სწორი და ჭეშმარიტის გაგება ბოლო საუკუნეებში შეძლო კაცობრიობის გარკვეულმა ნაწილმა ანუ პროტესტანტებმა. (ჯერჯერობით ამ კითხვებით შემოვიფარლები და თხოვნა იქნება ამ თემაში ვისაუბროთ და არა ვიკამათოთ და მითუმეტეს ისეთი რამე ვაკადროთ ერთმანეთს რაც არ უნდა ვაკადროთ) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი