მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვა |
marine |
Sep 29 2016, 10:32 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნუ დავიზარებთ სულიწმინდის მადლით გაჯერებული, მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვას, რადგან ნათქვამია: "მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". ყოველი ადამიანი, რომელიც სუფთა გულით კითხულობს საღვთო წიგნებს, უდიდეს შემეცნებას მიიღებს უფლის შესახებ. ამიტომაც მთელი ძალით ვეცადოთ, არ დავიზაროთ ეს სათნო და კეთილი საქმე, განუშორებლად დავუმეგობრდეთ ლოცვასა და წიგნს, რათა საღვთო ნათლით განათდეს ჩვენი გონება და ყოვლად სრული და უნაკლო იყოს იგი.
შეისისხლხორცე ლოცვა და წიგნის კითხვა მარადის, რადგან რამდენადაც შეიყვარებ ღმერთს კითხვითა და ლოცვით, იმდენად იკურთხება შენი სხეული, სული და სამშვინველი. რაკი უწყი ამხელა მადლის შესახებ, ნუ დაიზარებ ამ სათნო საქმის აღსრულებას, მოუწყინებლად ითხოვდი ღვთისგან, მოგცეს ძალა და შეგეწიოს ამ კეთილ საქმეში". /წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 3 2017, 11:39 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სორბონის, ლონდონის და ბერლინის უნივერსიტეტებში სტუდენტებს სპეციალურად ვკითხე, რა წიგნს კითხულობთ მეთქი ამჟამად. ჩემი შეკითხვა სასაცილოდ არ ეყოთ. მერე კითხვა შევარბილე, ასწიოს ხელი, ვისაც აქვს მეთქი წაკითხული ჰიუგოს, გოეთეს, შილერის, ბაირონის, შექსპირის, სტენდალის ნაწარმოებები? ორმოცკაციან სტუდენტურ აუდიტორიაში არცერთი ხელი არ აღიმართა.
ცუდად მენიშნა ახალგაზრდობის გულგრილობა კაცობრიობის ძველი და ნაცადი მეგობრის, მისი კეთილი მრჩეველის - წიგნის მიმართ". /რეზო მიშველაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი