ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 4 2017, 11:29 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ზოგიერთი ახალშობილს, თითქოსდა ავი თვალისგან დაცვის მიზნით, გიშრის თვალს ან სხვა სახის თილისმას უკეთებს. თუ ბავშვი ჭირვეულობს ან ავადაა, შემლოცველ დედაკაცებს ალოცვინებენ. როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველივე ამის მიმართ?
- უკეთურობათაგან დასაცავად ბავშვს ჯვარი უნდა დავკიდოთ და არა თილისმა, ჭირვეულობისა და სნეულების დროს კი ეკლესიაში მივიყვანოთ და დავალოცვინოთ ღვთისმსახურს, რომელიც, თუ საჭირო იქნება, მის სახელზე საგანგებო მსახურებას - პარაკლისსაც აღავლენს. არავითარ შემთხვევაში არ შევალოცვინოთ შემლოცველ დედაკაცებს." /მამა გაბრიელ დარჯანია/ "ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ოჯახთა უმრავლესობა ისე ირჩენს თავს, რომ მათი წევრები ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, როგორ ახერხებენ ამას. ბევრს არა აქვს სტაბილური შემოსავალი და დღეს თუ რაღაც თანხა იშოვეს, ხვალ უკვე აღარ იციან, შეძლებენ თუ არა ამას. ასე გრძელდება წლიდან წლამდე და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი გადასატანი. მაგრამ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით შეიგრძნობა უფლის მზრუნველობა. როდესაც თითქოს არსად ჩანს გამოსავალი, სწორედ მაშინ მოდის დახმარება საიდანღაც. ეს, რა თქმა უნდა, უფლის წყალობის გამოვლენაა. ამან მაინც დაგვანახოს, რაოდენ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე, რა ხშირად გვიწვდის დახმარების ხელს! თანაც ეს წყალობა მხოლოდ ეკლესიურად მცხოვრებ ხალხზე კი არა, ყველა ჩვენგანზე ვრცელდება." /დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი