ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Oct 4 2017, 11:25 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტიანობის შემოსვლამ ჩვენში განავითარა წიგნის კულტურა, ხელნაწერი წიგნების შექმნის ხელოვნება. XVIII საუკუნემდე, ვიდრე ვახტანგ VI სტამბას დააარსებდა, ჩვენში წიგნებს ხელით წერდნენ. ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც გადამწერი ბერები მოღვაწეობდნენ. გადამწერთა სკოლები არსებობდა სინას მთაზე, დავითგარეჯის უდაბნოში... გადაწერის ოსტატები თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. მათი სახელები ზოგჯერ ანდერძ-მინაწერებშია მოხსენიებული.
ქართული ხელნაწერების სახით ჩვენამდე მოღწეული ფასდაუდებელი სულიერი მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძალისხმევითა და რუდუნებით მუშაკობდნენ ჩვენი წინაპრები; როგორ ჰქონდათ ნაგრძნობი ქართული დამწერლობის მშვენიერება, სიმდიდრე და სისადავე; ყოველ ასოს როგორ აგვირისტებდნენ, ძერწავდნენ, თავს დაჰკანკალებდნენ, სულს უბერავდნენ, ეალერსებოდნენ... დრო-ჟამისგან გახუნებული ეტრატებითა და ფოლიანტებით მონაბერი ჰაერი თითქოს ინახავს ღვაწლით დამაშვრალ წინაპართა მადლმოსილი სულის სურნელსა და სუნთქვას, სენაკების სიმარტოვეს... უხილავად გვაკავშირებს სანატრელ "საოცრების წარსულთან", ჩვენს გარდასულ ყოფასთან, ფესვებთან. საბედნიეროდ, საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის გაწყვეტილი ტრადიცია აღდგა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კეთილი ნებით, 1989 წელს დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერი სახარების გადაწერა და განსრულდა 2000 წელს. სახარება გადაიწერა ეტრატზე, რადგანაც ეტრატს, ტრადიციულად, საზეიმო დანიშნულება აქვს. შემდეგ წესითა და რიგით აკინძეს, ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით მოჭედილ ყდაში ჩასვეს, პატიოსანი თვლებითა და მინანქრის ეპიზოდებით შეამკეს და წმინდა სამების ტაძარში დააბრძანეს. ამ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის რაფაელ გოგიტიძეს, რომელსაც კალიგრაფის საოცარი ნიჭი უბოძა ღმერთმა. ამ ნიჭმა უკარნახა, ძალისხმევა არ დაეშურებინა, ძველი კალიგრაფების დარად ფოლადის კალამი მოემარჯვებინა და ეტრატებზე ჩვენი საუკუნის ხელწერაც შეექმნა." /კარიბჭე N21, 2006, გვ.26/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი