თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
tekla2007 |
Dec 11 2008, 06:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 28-April 07 წევრი № 1,777 |
მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
|
marine |
Oct 4 2017, 11:28 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- სასოების უქონლობას სასოწარკვეთილებამდე მივყავართ, რომელსაც მამები განსაკუთრებით დიდ ცოდვად მიიჩნევენ...
- ეს მართლაც უმძიმესი ცოდვაა. ფარული, ღრმა, შინაგანი ფესვების მქონე ცოდვა. ის შინაგანი რწმენის მოკლებით იწყება. რწმენა, რომ ღმერთი მოსიყვარულე, მზრუნველი, მოწყალეა, იცვლება საპირისპიროთი: მოსიყვარულე მრისხანედ წარმოგვიდგება, მზრუნველი - სასტიკად, მოწყალე - ულმობლად. ადამიანი კარგავს ყოველგვარ იმედს და მისთვის ცხოვრებას აზრი ეკარგება. აი, სადამდე მივყავართYსასოწარკვეთილებას. მისი ყველაზე მძიმე გამოვლინება კი, როგორც იცით, თვითმკვლელობაა, როცა ადამიანი არ იტოვებს უკან დასაბრუნებელ გზას და ყოველგვარი სულიერი საუნჯის გარეშე მიდის იმქვეყნად. სასოწარკვეთილება ცოდვათა ცოდვაა - მას ღვთის გმობამდე მივყავართ, რაც მრუშობას, პარვას, ცილისწამებასაც კი აღემატება. - რა არის სათავე ამ ცოდვისა? - მამები სასოწარკვეთილების ორ ძირზე საუბრობენ - ურწმუნოებასა და ღვთის სიძულვილზე. სასოწარკვეთილს ან არ სწამს უფლის არსებობა და ფიქრობს, რომ თავის მოკვლით სასტიკ სინამდვილეს თავს დააღწევს, ან უარესი - სწამს, რომ არსებობს სხვა, მარადიული ცხოვრება, არსებობს ღმერთი, მაგრამ მაინც გმობს მას. სასოების დაკარგვით ადამიანი თავისი შინაგანი არსებიდან აძევებს უფალს, ეს კი, ფაქტობრივად, ღვთის მკვლელობაა. /დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი