თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
tekla2007 |
Dec 11 2008, 06:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 28-April 07 წევრი № 1,777 |
მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
|
marine |
Oct 5 2017, 11:27 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სასოწარკვეთილების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. თუმცა ხანდახან, როცა დაღლილი ხარ და უფრო მოგეჯარება შავბნელი ფიქრები, ლოცვაზე მეტად დასვენებაა მიზანშეწონილი. ასეთ დროს ლოცვამ შეიძლება უფრო გადაღალოს, გამოფიტოს კაცი. თუ დაისვენებ და შემდეგ ილოცებ, მაშინ ორივე საშუალება ერთად იმოქმედებს და ეს დიდი წინაპირობა იქნება იმისა, რომ დაცხრეს სასოწარკვეთილების შემოტევა.
ზოგჯერ, მჭმუნვარე აზრების მოძალებისას, საუკეთესოა გონების გადართვა წიგნის კითხვაზე, გართობაზე, მეგობრებზე, რაიმე საქმიანობაზე. უსაქმურობისას ჩვენი ცნობიერება უფრო გახსნილია შავბნელი ფიქრებისთვის, უფრო მეტი დრო ეთმობა დაბრკოლებებზე, გაჭირვებაზე ფიქრს. ხანდახან დიდი სარგებლობა მოაქვს სულიერებით გამორჩეულ ადამიანთან შეხვედრას, საუბარს, მისგან რჩევა-დარიგებების მიღებას ან, უბრალოდ, ერთად დროის გატარებას. ასეთ დროს კაცი გახალისდება, უბრუნდება იმედი, რწმენა ღვთისა. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა თავისთავად გმუხტავს დადებითად, გაფიქრებინებს: თუ ისინი უძლებენ განსაცდელს, სიმშვიდით ხვდებიან სიძნელეებს, განა თავად არ ძალგიძს ეს? ე.ი. შეუძლებელი არაფერია. სასოწარკვეთილებითი განცდების განქარვებას ხელს უწყობს წმინდანთა, გამორჩეულ ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრების კითხვა. მათი ცხოვრება ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მძიმე გაჭირვებაშიც კი პიროვნული სიდიადის შენარჩუნება. დაბოლოს, სასოწარკვეთილების ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა და განსაცდელთაგან თავის დახსნის ერთ-ერთი უმძლავრესი საშუალებაა ყოველივეს აღსარებაში თქმა, რადგან ამით ბოროტს ხელ-ფეხი ეკვეცება და სუსტდება მისი ზემოქმედება ჩვენზე." /დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი