მტკივა სამაჩაბლო... :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტკივა სამაჩაბლო... :( |
marine |
Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...
ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით... "ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს." /დეკ. თეოდორე გიგნაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/ "მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა. თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 6 2017, 09:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს ოსი და რუსი ე.წ. ისტორიკოსები არარსებულ ისტორიას თხზავენ: აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდაო ალან-ოსთა წინაპარი. მათი უტიფრობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება.
როგორც დიდი, ისე პატარა ლიახვის (ფრონეს, ქსნის, მეჯუდის) ხეობაში ვერ მიაკვლევთ ოსური კულტურის თუნდაც ერთ ძეგლს. ტოპონიმიკა, არქიტექტურა ამ მხარეში მთლიანად ქართულია. ხუროთმოძღვარ-მშენებელნი ქართველები არიან. წარწერები ტაძრებზე, საფლავის ქვებზე მხოლოდ ქართულია. შესაძლებელია ძეგლების მშენებლობის დროს, გვიანდელ საუკუნეებში ოსებს მუშებად იყენებდნენ. ამავე დროს ორივე ლიახვის ხეობაში საფლავის ქვებზე აქა-იქ გვხვდება ქართული ასოებით დაწერილი ოსური ეპიტაფიები (რადგან დამწერლობა არ ჰქონდათ). ხეობებში განხორციელებული არც ერთი არქეოლოგიური გათხრა არ ადასტურებს ოსურ კვალს. უცხო ეთნოსს არათუ რამე შეუქმნია აქ, პირიქით, მოსვლის დღიდან სხვადასხვა ხერხებით ისაკუთრებდა ქართულ მიწა-წყალს და შლიდა ქართულ ნაკვალევს. ამასთან, ცხადია, ქართველი ხალხი არ ივიწყებს ოსთა იმ ნაწილს, რომელმაც თავის სამშობლოდ აღიარა საქართველო და ქართველებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. სეპარატისტულმა რეჟიმმა ზემოაღნიშნულ ხეობათა ისტორიული ძეგლები ე.წ. სამხრეთ-ოსეთის კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. საინტერესოა, რომ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლთა მდგომარეობით დღემდე არ დაინტერესებულა არც ერთი ოსი ჩინოვნიკი, მეტიც, აგვისტოს ომში ხეობის არაერთი ეკლესია-მონასტერი გადაწვეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. ასე საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობას (და არც სხვისას) არ ექცევიან. ამას მტერი, მოძალადე აკეთებს. არც ქართულ, არც უცხოურ ისტორიულ წყაროებს (მათ შორის არც რუსულს) არ მოუხსენიებიათ ქართლის ეს ნაწილი ოსეთად. ეს მახინჯი ტერმინი XIX საუკუნეში რუსმა დამპყრობლებმა ახსენეს პირველად. სამწუხაროა, რომ მტრისგან შემოგდებული ტოპონიმის დამკვიდრებას ჩვენც შევუწყვეთ ხელი. ჩვენი პოლიტიკოს-ჟურნალისტები და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც გაუაზრებლად ხმარობს ამ ტერმინს. მაშ, რას ვედავებით გადამთიელებს, თუ მართლაც არსებულა შუაგულ ქართლში "სამხრეთ ოსეთი"? ჩვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ათეული წლების მანძილზე ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე გატარებული მახინჯი საკადრო პოლიტიკა იყო. სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე პირველ პირებად ყველგან ოსები და თბილისიდან მოვლენილი რეგიონის სპეციფიკაში ჩაუხედავი პირები ინიშნებოდნენ. სრულიად იგნორირებული იყო ადგილობრივი ქართული კადრები, რამაც ქართველთა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია." /"კარიბჭე" N15, 2009, გვ.30/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი