ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#401
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,395 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 11 2017, 11:09 AM
პოსტი
#402
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,395 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- საჭიროა თუ არა ბავშვისთვის "წმინდა წერილის" კითხვა? საზოგადოდ, რა სახის ლიტერატურა ვუკითხოთ ბავშვებს?
- "გინდა მორჩილი შვილი გყავდეს? ბავშვობიდანვე უფლის სწავლებითა და მოძღვრებით გაზარდე. არ გეგონოს, საღმრთო წერილის მოსმენა ზედმეტი იყოს მისთვის. იგი იქ უპირველესად შენთვის სასარგებლო მცნებას ამოიკითხავს: პატივი ეც დედასა და მამასა შენსა", - გვმოძღვრავს წმინდა იოანე ოქროპირი. ამას გარდა, წმინდა წერილის კითხვით ბავშვი სხვა სარგებელსაც იძენს. როგორც წმინდა მამები შეგვაგონებენ, მისი კითხვისას ბავშვის სული აღინთება საღმრთო შურით; როცა მოსაგრეთა ღვაწლისა და მოწამეთა ტანჯვის შესახებ მოვუთხრობთ, მისი წარმოსახვა აღივსება წმინდანების ნათელი სახეებით, მეხსიერება სათნოებათა გამოცდილებით და ბრძნული შეგონებებით გამდიდრდება. ამდენად, წმინდა წერილის კითხვა არამცთუ საჭირო, აუცილებელიც არის, ხოლო ის, საღმრთო წერილის რომელი ადგილები ვუკითხოთ ბავშვს უპირველესად, როგორი ხანგრძლივობითა და რა პერიოდულობით, - სულიერ მოძღვართან უნდა შევათანხმოთ. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ჩვილს უმთავრესად ზღაპრებს და პატარა მოთხრობებს უკითხავენ, თუმცა მათი ყურადღებით შერჩევა გვმართებს, რათა ბავშვის სული არ დავაზიანოთ. მაგალითად, ბოლო დროს გახმაურებული საბავშვო რომანი "ჰარი პოტერი" აშკარად გმობს და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც განადიდებს და თაყვანს სცემს წმინდა ეკლესია. ცხადია, მისი წაკითხვა ბავშვის სულზე დამანგრევლად იმოქმედებს. ასევე უნდა ვერიდოთ ისეთი ზღაპრებისა და მოთხრობების კითხვას, სადაც საუბარია ავსულებზე, დემონებზე, ბოროტებასა და სისასტიკეზე, ბავშვი უნდა მოვარიდოთ მსგავს მულტიპლიკაციურ და მხატვრულ ფილმებს, რადგან შესაძლოა მათგან მიღებული შთაბეჭდილებები მძაფრად ჩაებეჭდოს გონებაში და სიზმარშიც იხილოს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შიში, გაღიზიანება თუ სხვა სახის არასასიამოვნო შეგრძნება. აქვე უნდა ითქვას, რომ მაზიარებელი ბავშვები თვითონვე ამბობენ უარს მსგავს ლიტერატურასა და ფილმებზე, რადგან მათში ღვთის მადლი მძლავრობს. პატარების სული უნდა გავამდიდროთ ალეგორიული და საეკლესიო ზღაპრებისა თუ მოთხრობების კითხვით, რომლებიც მათ სიკეთეს, სიყვარულსა და სხვა სათნოებებს ასწავლის." /მამა გაბრიელ დარჯანია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 05:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი