ვინ არის ჩემი მოყვასი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის ჩემი მოყვასი? |
marine |
May 20 2016, 01:36 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უკვე სრულიად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია".
/ილია II/ "შეუძლებელია ადამიანმა ავნოს მოყვასს ისე, რომ არ ავნოს საკუთარ თავს". /წმ. ბარსანოფი დიდი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 16 2017, 07:29 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიდი გული ჰქონდა ზაქარია ჭიჭინაძეს. კომუნისტებმა სახლი ჩამოართვეს, მაგრამ იოსებ იმედაშვილის შუამდგომლობით, როგორც იქნა, ერთი ოთახი დაინარჩუნა.
ამ ერთ ოთახში უამრავი სტუმარი დაუდიოდა ხოლმე. ერთხელ მუშებმა პურმარილი მოიტანეს და ზაქარიას ოთახში ქეიფი გამართეს. ჯერ ზაქარია ადღეგრძელეს, მერე ერთი ახალგაზრდა მუშა შეაქეს - ოქროს მარჯვენა კი გაქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ოჯახი შეგექმნა, რომ საქართველოსთვის კარგი შვილები აღგეზარდაო. თავშესაფარი არა მაქვს და ცოლს როგორ შევირთავო, - უთქვამს ახალგაზრდას. ოთახი რომ იშოვო, რა იზამო, - უკითხავს ზაქარიას. ხვალვე მოვიყვან ცოლსო. - თუ ეგრეა, მოდი, შვილო, ეს ოთახი ხომ მოგწონს? - თქვენა? - მე გავალ. - როგორ შეიძლება! - განგებ იუარა. - ჩემი სიტყვა სიტყვაა, ოღონდ შენ გაბედნიერდე... - რაკი ეგრეა, მე და ჩემი დანიშნული ხვალვე ხელს მოვაწერთ და გადმოვალთ. მეორე დღიდან ზაქარიამ ოთახი დაუცალა, თვითონ კი თავისი "კუშეტკა" დაბლა სართულში, კიბის ქვეშ, პატარა საკუჭნაოში შედგა. ეს საკუჭნაო იმდენად პატარა იყო, რომ "კუშეტკის" ნაწილი და ზაქარიას ფეხები გარეთ ეწყო. იოსებ იმედაშვილს რომ უნახავს ზაქარია ამ ყოფაში, გაგიჟებულა. "მუშა ხალხს ცხოვრება უნდა, დაცოლშვილება, ქართველი ხალხის გამრავლება, ოთახი, თავშესაფარი, ბინა კი არა აქვს!.. მაშ, რა მექნა, ახალგაზრდას ცოლის შერთვა სურდა, გაბედნიერება, სახლი კი არ ჰქონდა. მე კი გამოჭიმული ვიყავი იმ ოთახში... არ მიმეცა? გეკითხები, არ მიმეცა?" - ეკითხებოდა ზაქარია მის მოსაყვედურე იოსებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი