სიმშვიდე... მყუდროება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმშვიდე... მყუდროება... |
marine |
Sep 30 2017, 10:18 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს."
"დიდი მამა იყო მიქაელ პარეხელი. მიუხედავად ამისა თავის თავს მაინც არ ესვიდა. როცა ეშმაკმა კლდიდან გადმოაგდო, შეწევნისთვის თავის სულიერ ძმას, წმინდა გრიგოლ ხანძთელს მიმართა. მანაც ხისგან შეკრა ორი ჯვარი, აღმართა მისი სენაკის მახლობლად ორ მხარეს და უთხრა: ამ ორ ჯვარს შორის იყავი და არაფერი დაგემართებაო. წმინდა გრიგოლის ლოცვით პოვა მამა მიქაელმა სიმშვიდე, რადგან "არა სიმართლეთა თვისთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოისა მინდობითა მოიყვანა მოძღვარი თვისი და სულიერი ძმა გრიგოლ შემწედ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 25 2017, 04:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალთან მყოფობა ამ სოფელშივე მოგვანიჭებს სულიერ მშვიდობას. შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდეს ფიზიკური მშვიდობა, მაგრამ გვექნება სულიერი მშვიდობა, ისევე, როგორც მოციქულებს დევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ, მაგრამ მათ უხაროდათ, ფიზიკურად განიცდიდნენ დევნას, ტკივილს, მაგრამ მათ სულში სიხარული იყო. ფიზიკური განსაცდელი უფრო განამტკიცებდა მათ სულიერ მხნეობას.
ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ წუთისოფელში არ შეიძლება, განუწყვეტლივ მიწიერი მშვიდობა გვქონდეს. რაც მეტადაა ადამიანი ქრისტეს შედგომილი, მით მეტადაა მასში სულიერი მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მატერიალური და სხეულებრივი მშვიდობაც განუწყვეტლივ ექნება. თუმცა ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად, თუ ადამიანი უფალთან მყოფობს, მისი სული სიმშვიდეს განიცდის". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი