მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 27 2017, 11:28 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხორციელი მღვიძარება მხოლოდ იმას როდი გულისხმობს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლები იძინოს; შესაძლოა, ადამიანი ღამეებს ათენებდეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ილოცოს ან სულისთვის სასარგებლო სხვა საქმე აკეთოს, არამედ იმისთვის, რომ უცქიროს ტელევიზორს ან სხვაგვარად გაერთოს. ამას სჯობია, იძინოს - ძილის დროს მისი სული უკეთეს მდგომარეობაში იქნება.
მაგრამ როდესაც მონასტერში მოღვაწე ფხიზლობს, ის აუცილებლად ლოცულობს ან საღმრთო წერილისა თუ სხვა საღმრთო წიგნების კითხვით არის დაკავებული, ანუ იძენს სულიერ სარგებელს, რაც სულიერი მღვიძარების მოსაპოვებლად და ამ სათნოებაში განსამტკიცებლად არის საჭირო. ამასთანავე, ღამით ლოცვასა თუ სხვა სულიერ საქმეს უფალი მეტადაც შეიწირავს და განსაკუთრებულ მადლსაც მოგვმადლებს - ის ხედავს, რომ იმ დროს, როდესაც თითქმის ყველას სძინავს, ვიღაც დგება და ლოცულობს, რაღაცას იკლებს უფალთან ყოფნისთვის. ღმერთს ჩვენი არც მღვიძარება სჭირდება, არც სხვა რამ შესაწირი; ეს ყოველივე თავად ჩვენ გვჭირდება უფალთან თანამყოფობისთვის, მისგან მადლისა და წყალობის მისაღებად." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი