IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხიბლი, საყოველთაო და პირადი
ninca
პოსტი Apr 19 2007, 12:31 AM
პოსტი #1


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია..
რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 20 2007, 11:25 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს:

"ნურაფრით ნუ მიიღებ, თუკი რაიმეს იხილავ ხორციელი თვალით, ანდა გონებით, შენს გარეთ თუ შიგნით, სულერთია ქრისტეს სახე ექნება მას, ანგელოზის თუ რომელიმე წმინდანის, ნურც იმას მიაქცევ ყურადღებას, რაიმე ნათელი თუ გეჩვენა...

მღვიძარე იყავი და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობას და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ, დაიცავი გონება შენი ხილვებისაგან, ნურავითარ გამოსახულებას ნუ შეათხზვევინებ და ნურავითარ გამოსახულებას ნუ დაამჩნევ მას.

ვინც რაიმეს დაინახავს გონებით ან ხორციელი თვალით, თუნდაც ეს ღმრთისგან იყოს და ნაჩქარევად მიიღებს მას, იოლად ვარდება ხიბლში ან ხიბლისადმი თავის მიდრეკილებას მაინც ამჟღავნებს, რაკი ნაჩქარევად და განუსჯელად ღებულობს ხილვებს...

ღმერთს ისიც კი არ განარისხებს, თუ კაცი მის მიერ მოვლენილ ხილვას არ შეიწყნარებს. პირიქით, აქებს მას ასეთი გონიერებისათვის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ninca   ხიბლი   Apr 19 2007, 12:31 AM
ნიანია   ჩემთვის პირადად ე...   Apr 19 2007, 11:51 AM
ლეონტი   საზოგადოება ზოგად...   Apr 19 2007, 12:15 PM
მარიამი   ამ სკითხთან დაკავშ...   Apr 19 2007, 12:20 PM
ლეონტი   თვითონ სიტყვის შინ...   Apr 19 2007, 12:27 PM
BOO   ''არაფერი გვაქვს...   Apr 19 2007, 12:53 PM
ლეონტი   ანუ აქ უკვე კლასიფ...   Apr 19 2007, 01:00 PM
მხევალი ნინო   ხოოო, ძალიან მძიმე ...   Apr 19 2007, 01:08 PM
მათველა   ნეტარ არს ვინც ხიბ...   Apr 19 2007, 01:25 PM
leluka   ოოო ხიბლია თუა :( ძა...   Apr 19 2007, 01:35 PM
მათველა   გეთანხმები.   Apr 19 2007, 01:53 PM
mariami-k   ninca ჩემი აზრით ის ვი...   Apr 19 2007, 02:51 PM
marine   ninca ჩემი აზრით ის ვი...   Apr 19 2007, 02:56 PM
ლილიანა   "ყოველივესთვის მ...   Apr 19 2007, 04:30 PM
afxazi   "ყოველივესთვის მ...   Apr 19 2007, 04:44 PM
tamari_irakli   ხიბლი,ეს მგონი ერთ...   Apr 19 2007, 04:57 PM
ლეონტი   რუსებსა აქვთ გამოთ...   Apr 19 2007, 06:28 PM
marita26   ხიბლს უფრო ხშირად ...   Apr 19 2007, 06:22 PM
ninca   მარიამ, ხიბლი ამპა...   Apr 19 2007, 06:43 PM
ლეონტი   ეს ტექსტი ნამდვილა...   Apr 19 2007, 06:46 PM
ლეონტი   აი ამ გვერდმა დაგლ...   Apr 19 2007, 08:05 PM
ninca   მადლობა, მართლაც, ს...   Apr 19 2007, 09:30 PM
marine   ღირსი მამა გრიგოლ ...   Apr 20 2007, 11:25 AM
ლეონტი   [size=2]ღირსი მამა გრიგ...   Apr 20 2007, 01:31 PM
ლილიანა   მე მგონი ეს ყოველდ...   Apr 20 2007, 01:39 PM
lado s   წმიდა მამები ხიბლი...   Apr 20 2007, 03:27 PM
ninca   გადარჩენისათვის ა...   Apr 21 2007, 08:35 AM
Pianist   მოკლედ... ეს პირადად...   May 4 2007, 11:51 AM
ninca   გიორგობას გილოცავ,...   May 6 2007, 08:15 PM
Pianist   გიორგობას გილოცავ...   May 6 2007, 09:47 PM
ლილიანა   ანუ განსაცდელის ჟ...   May 6 2007, 09:37 PM
Giu   არვიცი ვერ ვხვდები...   May 6 2007, 10:02 PM
ninca   giu არაფერი საშიშრო...   May 6 2007, 11:09 PM
Pianist   giu არაფერი საშიშრო...   May 7 2007, 01:26 PM
ლილიანა   ძალიან გთხოვ განს...   May 7 2007, 08:06 AM
Giu   მე არ მითქვამს რომ ...   May 7 2007, 09:20 PM
Giu   რატომ არავინ ჩანს ?:...   May 9 2007, 09:33 PM
ლილიანა   Giu თქვენ არ ჩანხართ ...   May 10 2007, 08:40 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი