მტკივა სამაჩაბლო... :( |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მტკივა სამაჩაბლო... :( |
marine |
Jul 24 2017, 08:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,126 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მტკივა სამაჩაბლო... სევდისგან ვმუნჯდები და ვერაფერს ვამბობ, როცა მახსენდება საქართველოს ეს თბილი ნაწილი... მტკივა დანგრეული და შელახული სიწმინდეები, ჩვენი ტაძრები... ყველა ლტოლვილი მეცოდება... მათი საცხოვრისი მიწასთანაა გასწორებული...
ამ თემით მინდა ყველა ქართველს ახსოვდეს რომ სამაჩაბლო ჩვენია და დაგვიბრუნდება, თუკი მთელი ერი, ყველა ქართველი (მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ცხოვრობს თუ მის საზღვრებს გარეთ), ზნეობრივად ვიცხოვრებთ და უფალს არ განვარისხებთ ჩვენი ცოდვებით... "ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს." /დეკ. თეოდორე გიგნაძე "კარიბჭე" N21, 2008, გვ.9/ "მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა. თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული..." /"კარიბჭე" N21, 2008, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 30 2017, 12:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,126 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატარა ლიახვის ხეობაში ერთ-ერთი უძველესია ამჟამად ოსებით დასახლებული სოფელი სათიხარი. იგი ლიახვის მარცხენა მხარეს, სოფელ ჭარების დასავლეთით მდებარეობს. სათიხარი ნელ-ნელა დაიცალა ქართველებისგან. ისტორიულმა ქარტეხილებმა ზოგი გვარი გადააშენა, ზოგიც, მოჰყვა რა ენობრივ და ეთნიკურ უმცირესობაში, გაოსდა. ნაწილი ქართლის სხვადასხვა სოფლებში გადასახლდა.
ტოპონიმი ქართულია. სოფელს თიხნარი მიწების, ასევე კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი თიხის არსებობის გამო ეწოდა სათიხარი. ომამდე აქ 160-მდე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. სათიხარის ქვემოთ ქართული სოფელი ქსუისია, ახლა უკვე განადგურებული. აქაური მოსახლეობა აქტიურად ურთიერთობდა ერთმანეთთან. იყო სიძემოყვარეობა, ნათელ-მირონი. სკოლაში რამდენიმე სოფლის ქართველი და ოსი ბავშვები ერთად სწავლობდნენ. სამწუხაროდ, 80-იანი წლების ბოლოდან ოსთა უმეტესობა აჰყვა რუსების წაქეზებულ ე.წ. ოს ლიდერებს და ქართველებთან სიახლოვის მიუხედავად ექსტრემისტული პოზიცია დაიკავა. აქ მცხოვრები ძველი ქართველები ძირითადად მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. სოფელში X საუკუნის ძლიერ დაზიანებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა. როგორც ამ პერიოდის ძეგლებს, სავარაუდოდ, მასაც უნდა ჰქონოდა სამშენებლო წარწერა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესიის ფრაგმენტები. სოფლის მაღალი მთის ფერდობზე დგას XVIII საუკუნის დასაწყისის საკმაოდ მოზრდილი ციხე, რომლის ძირითადი ნაწილი დანგრეულია. ციხეს გალავანიც ჰქონია. სათიხარის სამხრეთ უბანს ნანიაური ჰქვია. ტოპონიმი ძველად აქ მცხოვრები ნანიაშვილების გვარიდან მოდის." "მრავალი ათეული წელია, რაც [ლიახვის ხეობის] ამ სოფლებში [კოხათი და სარაბუკი] ქართული სიტყვა აღარ ისმის, სალოცავებში სანთელი არ დანთებულა და საქართველოს კეთილდღეობა არავის შეუვედრებია უფლისთვის..." /"კარიბჭე" N15, 2009, გვ.30/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 06:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი