მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 6 2017, 09:38 AM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"V საუკუნის უდიდესი მოღვაწე წმინდა პაისი დიდიც მღვიძარების ღვაწლში იყო - მთელი ღამე ხის ქვეშ ლოცულობდა. დროდადრო ჩასთვლემდა. სწრაფად რომ გამოფხიზლებულიყო, თმა ხის ტოტზე ჰქონდა მიბმული; თავს ჩაჰკიდებდა თუ არა, თმა ეწიწკნებოდა და ეღვიძებოდა."
"ღამე გამოგეღვიძა? გასართობი ჟურნალების ნაცვლად საღვთო წიგნები, მამათა დარიგებები იკითხე, ტელევიზორის ყურების ნაცვლად ფსალმუნს მოჰკიდე ხელი... თუ რული მოგეკიდა, ჩაიძინე. თუ არადა, განაგრძე. ასე უფრო შეიყვარებ ლოცვას და უფალიც მოგაგებს სიკეთეს ამ შრომის წილ." /დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი