ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#141
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 9 2017, 10:34 AM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პილატემ, იმის შიშით, რომ ისრაელში არ მომხდარიყო ბუნტი, იუდეველებს მისცა ნება, ჯვარს ეცვათ მაცხოვარი, ანუ თავად გამოეტანათ ჯვარცმის განაჩენი, თვითონ პილატე თვლიდა, რომ მაცხოვარი არ იყო დამნაშავე. შემდეგ, როგორც იუდას, პილატესაც აწუხებდა ეს დანაშაული და როდესაც მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ რომში დაიბარეს ამ ამბების მოსათხრობად, ზღვაში გადახტა და თავი მოიკლა.
მას აწუხებდა, რაც გააკეთა, არა იმის გამო, რომ განკაცებული ძე ღვთისა დასაჯა, არამედ ის, რომ უსამართლოდ მოიქცა. თავის პრინციპებს, რომაული სამართლის პრინციპებს უღალატა და უსამართლოდ გამოიტანა ჯვარცმის განაჩენი". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) "კარიბჭე" N22, 2017, გვ.44/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 04:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი