მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#141
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 11 2017, 09:55 AM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: მღვიძარება აუცილებელია. რასაც არ უნდა აკეთებდეს კაცი, ღვთისთვის უნდა შეასრულოს... ყოველი თავის მოქმედებისას კაცმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: დავუშვათ, მე მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ განა სათნოა ღვთისთვის? და განიხილოს, საქმე უფლისთვის სასურველი არის თუ არა.
თუ ამის გაკეთებას ივიწყებს, ივიწყებს შემდგომ ღმერთსაც. ამიტომ ძველ დროში ამბობდნენ: "ღვთის გულისათვის", "ოჰ, შე უღმერთოვ, უფლის არ გეშინია", ანდა: "თუ ღმერთს უნდა", "როგორც ღმერთი მოგვცემს". ძველი ხალხი გრძნობდა ღვთის ყველგან მყოფობას, მათ თვალთა წინ ყოველთვის უფალი ჰყავდათ და იყვნენ ფხიზლად. სხვა დროს კი ღირსი მამა ამბობდა: რაც წლები გადის, ვხედავ, რომ ხორციელი მხნეობა, სიფხიზლე მაკლდება, მაგრამ ამ დროს სულიერი მღვიძარება მემატება, რადგან სიყვარული და მოყვასისადმი თავგანწირვა დიდ სულიერ ძალას მაძლევს. აი, წუხელ საღამოს, ღამისთევით ლოცვისას, ვერ ვიყავით ფხიზლად, მაგრამ მე ძალებს სხვისი ტკივილის გათავისებით ვიღებდი, მთელი ღამე საღმრთო ლიტურგიაზე ფეხზე ვიდექი და ხალხს ვიღებდი (მამა პაისი გულისხმობს 1993 წლის 10 ნოემბრის ღამისთევას. კიბოთი გატანჯული გახლდათ. მიუხედავად ამისა, ფეხზე იდგა და სკამზე დაყრდნობილი იღებდა და კურთხევას აძლევდა დღესასწაულზე მისულ 30000-ზე მეტ ადამიანს). ამის შემდეგ ტაძარში კვლავ ფეხზე ვიდექი, მიუხედავად ამისა, დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, რადგან გული მტკიოდა ადამიანთა გამო და ეს ტკივილი ძალას მაძლევდა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი