![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია.. რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს? |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს:
"ნურაფრით ნუ მიიღებ, თუკი რაიმეს იხილავ ხორციელი თვალით, ანდა გონებით, შენს გარეთ თუ შიგნით, სულერთია ქრისტეს სახე ექნება მას, ანგელოზის თუ რომელიმე წმინდანის, ნურც იმას მიაქცევ ყურადღებას, რაიმე ნათელი თუ გეჩვენა... მღვიძარე იყავი და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობას და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ, დაიცავი გონება შენი ხილვებისაგან, ნურავითარ გამოსახულებას ნუ შეათხზვევინებ და ნურავითარ გამოსახულებას ნუ დაამჩნევ მას. ვინც რაიმეს დაინახავს გონებით ან ხორციელი თვალით, თუნდაც ეს ღმრთისგან იყოს და ნაჩქარევად მიიღებს მას, იოლად ვარდება ხიბლში ან ხიბლისადმი თავის მიდრეკილებას მაინც ამჟღავნებს, რაკი ნაჩქარევად და განუსჯელად ღებულობს ხილვებს... ღმერთს ისიც კი არ განარისხებს, თუ კაცი მის მიერ მოვლენილ ხილვას არ შეიწყნარებს. პირიქით, აქებს მას ასეთი გონიერებისათვის." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
[size=2]ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს: მღვიძარე იყავი და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობას და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ.. size] მე მგონი ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოსადეგი რჩევაა. ![]() -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი