ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები |
აკაკი |
Jul 26 2010, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის
* * * რამოდენიმე რჩევა ბიბლიის კითხვისათვის
|
marine |
Nov 15 2017, 03:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კერპთაყვანისცემა არ დაწყებულა აბრაამის დიდი პაპისგან - სერუქისაგან, როგორც ვარაუდობდნენ ზოგიერთნი, რადგან კერპები მას არ გამოუგონია, მან ადრე გამოგონილი მიიღო და თავადაც ამზადებდა. კერპების თაყვანისცემას სათავე ნინუსმა დაუდო, როგორც ამას ახლა ვნახავთ.
როცა მოკვდა მეფე ბილი (ან ბაალი), რომელიც ფლობდა ასურეთს და მასთან ერთად ბაბილონს, იგივე ქალდეას, გამეფდა მისი ძე - ნინუსი. ის წუხდა მამის სიკვდილის გამო და ამიტომ მისი სახე გამოაქანდაკა, ანუ კერპი, რომელიც ძლიერ ჰგავდა მამამისს, როგორც სახით, ასევე სხეულის სიდიდით და მის სახსოვრად შუა ქალაქში დადგა. სურდა, სიკვდილის შემდეგ ხალხს მისთვის თაყვანი ეცა და გამოსცა კანონი: "თუკი ვინმე დამნაშავე და სასჯელის ღირსი მივა კერპთან და თაყვანს სცემს, მიეტეოს დანაშაული და გათავისუფლდეს სასჯელისაგან". მეფის წყალობის მსურველი ადამიანები მიდიოდნენ თაყვანისსაცემად კერპთან, რადგან ხედავდნენ, რომ ეს საამო იყო მეფისთვის. სხვა ქვეყნების ხალხებმა ასურელებსა და ქალდეველებს მიჰბაძეს და ასევე დაიწყეს თაყვანისცემა თავიანთი უწინდელი მმართველებისა და სახელგანთქმული მამებისა. მათ მოსაგონრად სვეტებისა და კერპების დადგმას მიჰყვეს ხელი. დემონებმა დაინახეს, როგორ ეთაყვანებოდნენ ადამიანები უსულო კერპებს და ადამიანის მოდგმის საცდუნებლად მათში შესვლა და ადამიანის ხმის გამოცემა დაიწყეს. ისინი მათთან მისულებს კითხვებზე პასუხობდნენ, თითქოსდა მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. შეშლილი ადამიანები მათ ცოცხლებად თვლიდნენ, ღმერთებივით ეთაყვანებოდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. ასე დაიწყო და გაძლიერდა მრავალღმერთიანობა და კერპების თაყვანისცემა კაცობრიობაში". /"მრევლი" N188, 2016, გვ.15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი