ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 20 2017, 09:33 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იუდას თავი არ მოუკლავს, როგორც სახარება გვეუბნება, იუდამ შეიგრძნო თავისი დანაშაული, წავიდა მღვდელმთავრებთან, მიუყარა თავისი ვერცხლი და უთხრა: - ვცოდე. კაცი მართალი მოგეცით თქვენ. წავიდა და თავი ჩამოიკიდა ხეზე, მაგრამ არ მომკვდარა. ეს მოხდა მაცხოვრის ჯვარცმამდე. ამის შემდეგ დაავადდა, განსივდა და უკვე მაცხოვრის ამაღლებამდე მოხდა მისი საშინელი სიკვდილი - განსკდა მაცხოვრის აღდგომის შემდეგ.
თეოფილაქტე ბულგარელი, მამათა და საეკლესიო გადმოცემებზე დაყრდნობით წერს, იუდა ისე განსივდა, სადაც ეტლი თავისუფლად გაივლიდა, იქ ვეღარ ეტეოდაო. შემდეგ განსკდა და მისი სხეულის ნაწილები მიმოიფანტა. ასე დაასრულა სიცოცხლე. ანუ უფალმა კიდევ ერთხელ მისცა იუდას სინანულის შანსი, - მაცხოვრის აღდგომის შესახებაც რომ გაეგო და სინანულში ყოფილიყო". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) "კარიბჭე" N23, 2017, გვ. 34/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი