სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
მნათე |
Nov 2 2008, 11:48 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანული თეოლოგია სიყვარულს სულიწმიდის ნიჭად განიხილავს, რწმენასთან და სასოებასთან ერთად... მაშასადამე ის არ არის ადამიანის პიროვნული თვისება, უფრო სწორედ ის არ წარმოადგენს მთლიანად ადამიანური ბიოლოგიის ნაყოფს და პიროვნებაში მის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულიწმიდის მოქმედება ცხადია მისივე ნებასთან ერთად, რომელიც გარკვეული მზაობის შემდეგ მიეცემა ადამიანს... მიემადლება, ეჩუქება და რაც გინდათ ის დაარქვით, მერე მეტყვით კათოლიკურ ტერმინებს იყენებო
მაგრამ იმავდროულად სიყვარულის გრძნობა არსებობს ყოველ ადამიანში, როგორც გრძნობა, როგორც ემოცია და როგორც ქიმიური ნივთიერება... რა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ნიშან-თვისებები და არსობრიობა ახლავს სულიწმიდისეულ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელიც ბუნებით გრძნობად დაგვყვა? ჩემს აზრს შემდეგ შემოგთავაზებთ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
marine |
Nov 27 2017, 06:39 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ღვთის ნებით შენი გულის სიღრმიდან ამომავალი სიყვარული ჭეშმარიტი იქნება და სიყვარულით დაელოდები, მაშინ შენი ახლობელი ადამიანი, რომელმაც მიგატოვა, სხვაგან ვერსად იპოვის ისეთ ნაზ სიყვარულს, როგორიც შენ გაქვს და უკან დაბრუნდება.
წავიდეს, სადაც უნდა, ასეთ გულითად სიყვარულსა და სიყვარულის ასეთ "ხარისხს" ვერსად იპოვის. შეიძლება, იშოვოს მხოლოდ სანაცვლო უღიმღამო, მაამებლური სიტყვები, პირად სარგებელზე დაფუძნებული სიყვარული და იმედგაცრუებული კვლავ შენ დაგიბრუნდება. ოღონდ მთავარია, როდესაც დაბრუნდება, შენ დახვდე. დაელოდები?" /არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი