ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,229 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 7 2017, 10:53 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,229 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მსხვერპლშეწირვა, რომელმაც კაცობრიობა გამოიხსნა და რომლის შემდეგაც კაცობრიობაზე ეშმაკის ხელმწიფება დასრულდა, გოლგოთაზე აღესრულა. საერთოდ რატომ ინება უფალმა, რომ მიწიერად სწორედ ისრაელში მოსულიყო განკაცებული უფალი, მხსნელი კაცობრიობისა, ისრაელის ტერიტორიაზე გაეტარებინა მიწიერი ცხოვრების წლები და შემდეგ იქვე გამოეხსნა კაცობრიობა...
- აქ იყო მიწიერი სამოთხე, ედემის ბაღი, სადაც ადამის ცოდვით დაცემა მოხდა. სავარაუდოდ, სწორედ გოლგოთის ადგილი იყო სამოთხის გული, სადაც იდგა კეთილისა და ბოროტის ცნობადი ხე. უფალმაც აქ ინება კაცობრიობის გამოხსნა, სადაც კაცის დაცემა მოხდა; იქ დაამარცხა და სძლია ეშმაკს, სადაც ეშმაკმა სძლია კაცს. გოლგოთაზე დაფლული გახლდათ ადამის თავის ქალა - წარღვნის შემდეგ სწორედ აქ დაუფლავთ პირველი ადამიანის თავის ქალა ნოეს შთამომავლებს. როცა მაცხოვრის პირველი სისხლის წვეთი ამ ქალას დაეცა, შეზანზარდა ჯოჯოხეთი. ჯვარცმის შემდეგ შთავიდა რა უფალი ჯოჯოხეთში ანგელოზთა დასებთან ერთად, მთლიანად დაინგრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გამოიხსნა მართალთა სულები და დაამკვიდრა სამოთხეში - ჯვარცმის დროს სასუფევლის კარი გაიხსნა, მაგრამ ჯოჯოხეთიდან მართალთა სულების გამოხსნა და მათ სასუფეველში დამკვიდრება კი მოხდა იმ დროს, როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) "კარიბჭე" N24, 2017, გვ.29/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 03:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი